მედიცინა

გაზაფხულთან დაკავშირებული პრობლემა და მისი პრევენცია

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.05

გაზაფხული
დაკოპირებულია

გაზაფხული წელიწადის ერთ-ერთი გამორჩეული სეზონია, თუმცა, ხშირად მას მრავალი ტიპის ალერგია ახლავს. ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, მცენარეები მტვრის გამოყოფას იწყებენ და სწორედ ეს ხდება ალერგიის გამომწვევი.

ხეები, ბალახები და სარეველები ამ პაწაწინა მარცვლებს ჰაერში სხვა მცენარეების გასანაყოფიერებლად ათავისუფლებენ. ხოლო როდესაც ისინი ადამიანის პირსა და ცხვირში ხვდებიან, სხეული თავის დაცვას იწყებს.

ყველაზე ხშირად ალერგიას შემდეგი ხის ჯიშები იწვევენ: მურყანი, ასპენი, წიფელი, კედარი, კვიპაროსი, თელა, ღვია, ნეკერჩხალი, თუთა, მუხა, ზეთისხილის ხე, პალმა, ფიჭვი, ვერხვი, ტირიფი და ასე შემდეგ.

გაზაფხულთან დაკავშირებულ ალერგიებს მკვეთრად გამოხატული, თუმცა, ამავდროულად, დამაბნეველი სიმპტომები აქვთ.

თავის ტკივილი – ალერგიის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან ამ სიმპტომით. მათ ერთგვარად „სინუსურ თავის ტკივილს“ უწოდებენ, რადგანაც შეშუპება ხშირად ცხვირისა და სინუსების ჩაკეტვას იწვევს, რის მერეც ჟანგბადი ნაკლებად მიდის თავისკენ.

ცემინება – როდესაც მცენარე მტვერს გამოყოფს, ის ხვდება თქვენს ცხვირში, რის მერეც, თქვენი იმუნური სისტემა ეუბნება თქვენს ტვინს, რომ მტვერი ძალით გამოიდევნოს. ამიტომაც, გაზაფხულზე გარეთ ყოფნისას ხუთ წუთიც არ გადის ისე, რომ არ დააცემინოთ.

ხველა ან ყელის ტკივილი – საგაზაფხულო ალერგიას ხშირად თან ცხვირში ლორწოს დაგროვება და ყელში გადასვლა ახლავს, რაც შემდეგ ხველასა და ყელის გაღიზიანებას იწვევს.

ასთმის სიმპტომები – როდესაც თქვენ რაიმე ალერგენს სუნთქავთ, იმუნური სისტემა ანტისხეულების გამოთავისუფლებით რეაგირებს, რამაც შესაძლოა, სასუნთქი გზების ანთება გამოიწვიოს, შედეგად კი სუნთქვა რთულდება.

წყლიანი თვალები და ქავილი – ალერგიის სიმპტომების უმეტესობა გამოწვეულია ჰისტამინებით, რომლებიც ქიმიკატებს წარმოადგენენ. მათ კი ხშირად თან ახლავთ ქუთუთოების შეშუპება და ანთება, რაც შემდეგ თვალების აწყლიანებასა და ქავილს იწვევს.

გამომშრალი კანი და ქავილი – თუ გაზაფხულზე თქვენი კანი ძალიან მშრალია და ქავილის შეგრძნებაც გაწუხებთ, ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს კანის გამონაყარით, რომელსაც ატოპიური დერმატიტი ეწოდება, იგივე – ეგზემა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ალერგენი კანში ანთებასა და გაღიზიანებას იწვევს.

ყურების ქავილი – მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებული თვალები და ცხვირის ღრუ გაზაფხულის ალერგიების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, ამ პერიოდში არც მთლად ყურებია დაცული. თქვენ, ასევე, შეიძლება იგრძნოთ ქავილი ყურის მიდამოებში, რაც შეშუპებით იქნება გამოწვეული.

ალერგიის თავიდან ასაცილებლად ან მის მარტივად გადასატანად რამდენიმე ნაცადი ხერხი არსებობს. ექსპერტები გირჩევენ:

👉შეამოწმოთ მტვრის რაოდენობა ადგილობრივად და თუ მტვრის დონე მაღალია, შეზღუდეთ გარეთ ყოფნის დრო;

👉 მტვრის მოსაშორებლად დაიბანეთ თმა ყოველდღიურად;

👉 ფეხსაცმელი სახლში შესვლამდე გაიხადეთ;

👉გარეთ ყოფნისას ატარეთ ქუდი და სათვალე, რათა მტვრის თვალებსა და თმაში მოხვედრა შეზღუდოთ;

👉თუკი ბაღი გაქვთ, ეცადეთ, ბალახი მაღალი არ გაიზარდოს;

👉დახურეთ ყველა ფანჯარა, თუკი ეს შესაძლებელია და კონდიციონერებზე გამოიყენეთ ალერგიის საწინააღმდეგო ფილტრები;

👉გარეცხეთ თეთრეული კვირაში ერთხელ;

👉ბინაში მისვლისას მყისვე გამოიცვალეთ და გარეცხეთ სამოსი;

👉კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენეთ მტვერსასრუტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...