მედიცინა

გავუფრთხილდეთ ტვინს

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.11

ტვინი
დაკოპირებულია

ყველას გვაქვს ცუდი ჩვევები, რითაც ზიანს ვიყენებთ ჩვენივე ტვინს.

👉ზომაზე მეტი ჭამა – ეს იწვევს ტვინის არტერიების გაფართოებას, რაც ხელს უწყობს მენტალური ძალის დაქვეითებას.

👉საუზმის გარეშე ყოფნა – ადამიანებს, რომლებიც არ საუზმობენ და ისე გადიან სახლიდან, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ. ამას მოჰყვება ტვინის საკვებით მომარაგების დაქვეითება, რაც ტვინის დეგენერციას იწვევს.

👉ნიკოტინი – იწვევს ტვინის მრავლობით შეკუმშვას და შესაძლოა ალცჰეიმერის დაავადება გამოიწვიოს.

👉ძილის არევა – თუ ადამიანს არ სძინავს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მისი ტვინის უჯრედები ნელ-ნელა კვდება.

👉დიდი რაოდენობით შაქრის მიღება – ამაზე კომენტარიც ზედმეტია. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ხელს უშლის ტვინის სწორ ფორმირებასა და ჩამოყალიბებას.

👉დაბინძურებული ჰაერი – ადამიანის ტვინი არის ჰანგბადის უმსხვილესი მომხმარებელი. დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა ხელს უშლის ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ეს კი იწვევს ტვინის ქმედითუნარიანობის შემცირებას. ნათელი მაგალითისათვის – ალბათ, ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც პატარა ოთახი არ ნიავდება და იქ ბევრი ადამიანი იმყოფება, უჰაერობის გამო ყველა მათგანი მოთენთილია და ეძინება.

👉თავზე გადაფარებული ძილი – ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, ასე ძილის შემთხვევაში ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, რამაც შესაძლოა, ტვინის დამაზიანებელი ეფექტები გამოიწვიოს.

👉ალკოჰოლური სასმელი, სიამოვნების მომნიჭებელი ქიმიური ნივთიერებები და ბიოლოგიური მცენარეები, ისეთები როგორიცაა კოკაინი, ყაყაჩოსაგან დამზადებული ნივთიერებები, მარიხუანა და ასე შემდეგ – საგრძნობლად აქვეითებს ტვინის შრომისუნარიანობას და კლავს უჯრედებს.

👉დატვირთვა ავადმყოფობისას – არ ამუშავოთ ტვინი ავადმყოფობისას. გარდა იმისა, რომ ამ დროს ტვინის ფუნქციონირება შემცირებულია შეიძლება, ამან მისი შემდგომი დაზიანებაც გამოიწვიოს.

👉დაუტვირთავი ტვინი – იმისთვის, რომ ტვინი ჯანმრთელი იყოს, აუცილებელია მისი ვარჯიში და დატვირთვა. ფიქრი და სწავლა არის საუკეთესო ხერხი ტვინის გასავარჯიშებლად. ნუ გააზარმაცებთ ტვინს.

👉იშვიათი საუბარი – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი არ არის კარგი არც დუმილია გამოსავალი. ისაუბრეთ აზრიან და ინტელქტუალურ თემებზე საინტერესო ადამიანებთან და იაზროვნეთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ აზროვნების განვითარებაში და ტვინიც დაკავებული იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...