მედიცინა

გაციების დროს მცენარეული საშუალებები დაგეხმარებათ

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.04

გაციება
დაკოპირებულია

გაციების დროს: ლიმონი წვრილად დაკეპეთ, უხვად დააყარეთ შაქარი და წუწნეთ. ეს საშუალება ეფექტიანია ყელის ტკივილისა და მაღალი სიცხის დროს.

ანგინის დროს ნახევარი ლიმონის წვენი განაზავეთ იმავე მოცულობის წყლით და ყელში გამოივლეთ.

მაღალი ტემპერატურის დროს და გრიპის პროფილაქტიკის მიზნით ლიმონი დამდუღრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 100 გრამი კარაქი, 1-2 სადილის კოვზი თაფლი და ისე მიირთვით.

ყელის ტკივილის დროს:

ერთ ჭიქა ან ჭიქა-ნახევარ ანისულის თესლს დაასხით იმავე ოდენობის წყალი, ადუღეთ 15 წუთს, შეაგრილეთ, გაფილტრეთ, შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. როდესაც ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაამატეთ 1 სადილის კოვზი კონიაკი. სწრაფი ეფექტისთვის მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.

ანგინის დროს

* 2 სადილის კოვზ ნემსიწვერას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჭიქა წყალი და 6-8 საათით დადგით სიგრილეში. სვით შემთბარი მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით;

* 2-3 ცალი ლეღვი მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში. შემთბარი ნახარში დალიეთ ძილის წინ. ეს საშუალება განსაკუთრებით მარგებელია ბავშვებისთვის;

* 3 ჩაის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ხახვის ნაფცქვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, 4 საათით დააყენეთ, გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.

ზამთრის თვეებში C ვიტამინის შემცველი ხილის/ბოსტნეულის მოხმარებამ შეიძლება შეამციროს გაციების რისკი.

თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების პროლიფერაციაში, იმუნურ პასუხსა და ნევროლოგიურ ფუნქციებში, ამიტომ მას შეუძლია შეამციროს დაავადების ხანგრძლივობა და სიმძიმე, თუ მას გაციების სიმპტომების დაწყებისთანავე მიიღებთ. თუთია მრავლადაა სუბპროდუქტებში, პარკოსნებში, უმ თხილეულში და ხორბლის მარცვალში.

ყელის ტკივილის ჩივილების შესამსუბუქებლად შეიძლება, ლიმონიან-თაფლიანი წყალი დალიოთ. ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი შეურიეთ 250 მილილიტრ ცხელ წყალში და დალიეთ. ამ ნარევის ანტიოქსიდანტური ეფექტის წყალობით, ყელის ანთება უკან იხევს.

სიცხის დროს

* ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილის მარცვალი ჩაყარეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალში, დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი და ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში. კიდევ ნახევარი საათი დააყენეთ თავდახურულ, მომინანქრებულ ჭურჭელში. დალიეთ დღეში ორჯერ.

* თუ სიცხის დასაწევად სხვა არაფერი გაქვთ, ფორთოხლის წვენის დალევას გირჩევთ.

ბრონქიტის დროს

* ვირისტერფას 2-3 ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ რძეში და აადუღეთ. დანის წვერით დაუმატეთ ღორის ქონი და დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა ძილის წინ;

* ბავშვებისთვის: ერთ ლიტრ წყალში მოხარშეთ საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. დაალევინეთ ბავშვს თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი