მედიცინა

გაიძლიერეთ იმუნიტეტი

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.10

იმუნიტეტი
დაკოპირებულია

გთავაზობთ მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც თქვენს იმუნიტეტს დახმარება.

* ნახევარი ლიმონი (კანიანად) წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში. დაამატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი. დაასხით ანადუღარი გაცივებული წყალი. 4 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში ერთხელ, დილაობით, ჭამამდე 20 წუთით ადრე;

* აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ალოეს წვენი, 500 გრამი დაკეპილი ნიგოზი, 300 გრამი თაფლი და 3-4 ცალი საშუალო ზომის ლიმონის წვენი. მიიღეთ დესერტის კოვზით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე;

* აურიეთ ერთმანეთში დაქუცმაცებული (ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული) ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში, ორი ლიმონი კანიანად, ერთი ჩაის კოვზი ნიგოზი, ნახევარი ჩაის ჭიქა ნუში და იმავე ოდენობის თაფლი. 1-2 დღით დადგით სიბნელეში. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე;

* 1 სადილის კოვზ სამკურნალო ბარისპირას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე;

* 2 სადილის კოვზ მანანის ბურღულს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს, შეფუთეთ და მთელი ღამით დააყენეთ. დილით გაფილტრეთ და დალიეთ ჩაისავით, სურვილისამებრ, სვით წყლის მაგივრად (ეს ერთი დღის ულუფაა). მკურნალობის კურსი 2 თვეა. შეგიძლიათ, 2-3-კვირიანი შესვენების შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ;

* 10-12 გრამ არყის ხის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და 15 წუთი დააყენეთ. ნაყენი მიიღეთ მცირე ულუფებით – 100-100 გრამობით დღეში 3-4-ჯერ;

* აიღეთ 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი, დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ ერთმანეთში. 4 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 3-4 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში 3-4 ულუფად;

* 4 ჭიქა ნაძვის წიწვს დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი, გაგრილებული წყალი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მარილმჟავას ხსნარი (1:20), 3 დღით დააყენეთ სიბნელეში, მერე კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ, შაქრით დაატკბოთ;

* 200 გრამი ნიორი გარეცხეთ, გახეხეთ, შეურიეთ 10 ცალი ლიმონის წვენი, მოათავსეთ ქილაში და დააფარეთ დოლბანდი. გააზავეთ 1 ჩაის კოვზი მზა ნარევი ერთ ჭიქა თბილ წყალში და ისე მიიღეთ;

* მიიღეთ 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. თუ უძილობა შემოგეჩვიათ, დალიეთ ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. გრეიპფრუტის წვენი, რბილობითურთ, მეტად სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიისა და უმადობის დროს;

* 1 სადილის კოვზს ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 1-2 საათს გააჩერეთ და გაფილტრეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში.

ქართულ სუფრაზე ბროკოლი ძალიან ფრთხილად მკვიდრდება, რაც გასაკვირია, რადგან ამ ბოსტნეულს ვიტამინებით ზედმეტად გადატვირთულსაც კი უწოდებენ. 100 გრამ ბროკოლში (ერთ პატარა ჩამონაჭერში) თავმოყრილია A, C და E ვიტამინები, აგრეთვე, ათასობით ანტიოქსიდი (რომლებიც აფერხებენ სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას). მოკლედ რომ ვთქვა, ბროკოლი ყველაზე ჯანსაღია მათ შორის, რაც მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს.

ხახვის თვისებები ჯერ კიდევ ადრეული ცივილიზაციების პერიოდში აღმოაჩინეს. გაუთავებელი ომების დროს დაზიანებულ ორგანიზმს სწორედ ხახვით მკურნალობდნენ და მიაჩნდათ, რომ ინფექციის შეჭრისგან იცავდა. ხახვი არაჩვეულებრივი მკურნალია მათთვის, ვისაც არტერიული წნევა აწუხებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა