მედიცინა

ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ სპეციალური აქცია

№49

ავტორი: ეკა სულხანიშვილი 19:29 03.12

ესთეტიკის ცენტრი ნეო ნეო
დაკოპირებულია

ვის უნდა ანდოთ თქვენი ქალური სილამაზე? გადაწყვეტილების მიღება ქართულ რეალობაში,  თითქოს, არცთუ ძნელია. სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრებით განებივრებულ ქალბატონებს, ერთი შეხედვით, ბევრი არჩევანი აქვთ. თუმცა  შეთავაზება ბევრია, მაგრამ მომსახურების მაღალი ხარისხი – არცთუ ჭარბად. ადგილი, სადაც ქალები საკუთარი ტუჩების ფორმას ნამდვილ პროფესიონალებს ანდობენ და რაც მთავარია, არჩევანს სილამაზის ყველაზე ხარისხიან ნიშნულზე გააკეთებენ, თბილისში არცთუ ბევრია. ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“ ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს:
ხარისხი – უმაღლესი ნედლეულისა და სერტიფიკატის მქონე პროდუქციით მუშაობა. ესთეტიკური შტრიხები – ინდივიდუალური შერჩევით: ის, რაც თქვენს სახეს და პერსონალურ ნაკვთებს უხდება. კადრები – პროფესიონალი, კვალიფიციური კოსმეტოლოგები და რაც მთავარია, გარემო – სადაც ქალბატონებმა, ერთხელ მისვლის შემდეგ ზუსტად იციან, ვის ანდონ საკუთარი სილამაზის შტრიხები. 

neo-neo_o_h.jpegკლინიკა გამოირჩევა უახლესი აპარატურითა და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებით, რომელთა განახლება მუდმივად ხორციელდება. პაციენტს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ უმაღლესი დონის, ეფექტურ და უსაფრთხო მომსახურებას გინეკოლოგიაში, კოსმეტოლოგიასა და დერმატოლოგიაში. ასევე, წარმოდგენილია სოლარიუმისა და სხეულის ფორმის კორექციის მოწინავე ტექნოლოგიები. თუმცა, ამჯერად კლინიკა „ნეო-ნეოს“ ქალბატონებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს: ტუჩების ფორმის, მოცულობის კორექცია და სხვა ესთეტიკური სერვისი სპეციალურად ლამაზი და სასურველი ტუჩების მისაღებად და ხელსაყრელ ფასად.
ლელა მეფარიშვილი – კლინიკა „ნეო-ნეოს“ კოსმეტოლოგი:
– კლინიკა „ნეო-ნეოში“ ვაკეთებთ ტუჩის კორექციას, აუგმენტაციას, ხდება ტუჩის ფორმისა და მოცულობის გაზრდა, ტუჩის ნაკეცების გასწორება და დატენიანება. მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად, ტუჩი განილევა. შესაბამისად, ისევე, როგორც ყელს, ხელს, სახეს ესაჭიროება მოვლა, ტუჩიც საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას. ქალბატონებს 35-40 წლის შემდგომ ტუჩის აღდგენა ესაჭიროებათ, ხოლო 35 წლამდე ქალბატონები, როგორც წესი, სურვილისამებრ იცვლიან ტუჩის ფორმას.
– რა პრეპარატებს იყენებთ თქვენს კლინიკაში ტუჩის ფორმის კორექციისთვის და რამდენად ხარისხიანია ისინი?
– როგორც წესი, ვიყენებთ ჰიალურონის შემცველობით დამზადებულ გელებს, ბიოთავსებად, აბსოლუტურად უსაფრთხო პრეპარატებს. ძირითადად, ლუქს საშუალებებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უსაფრთხოების სერტიფიკატი. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში გამორიცხულია ჰიპერკორექცია, არასასურველი ფორმის თუ მოცულობის მქონე ტუჩის მიღება. მთლიანად ტუჩის კორექციის პროცესი უსაფრთხოა, გვერდითი მოვლენების გარეშე. პოსტრეგენერაციის პროცესის მიმდინარეობის დროს, პრაქტიკულად, არაფერი იკრძალება, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ ვურჩევთ ტუჩის შემავსებლის გამოყენების შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ალკოჰოლს, საუნას და მზის აბაზანებს.
შედეგს მომხმარებელი იღებს მყისიერად, რომელიც 10-14 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ფორმასა და მოცულობას.
სპეციალისტი მას შეურჩევს, რომელი პრეპარატია საჭირო, ვირჩევთ ფორმას, კორექციის ეტაპებს და რაც მთავარია, ტუჩის კორექტირება უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით ხდება.
ქალბატონებს, ასაკობრივად, ხშირად უჩნდებათ ტუჩებზე ხაზები, ღარები. ჩვენ ვახდენთ მის შევსებას, ასევე, აბსოლუტურად უსაფრთხო გელებით.
ასე რომ, კლინიკა „ნეო-ნეოში“ ჩვენი ქალბატონები ექიმი-კოსმეტოლოგის წინასწარ შერჩეული კონსულტაციის შემდგომ, ხარისხიანი შემავსებელი საშუალებებით მიიღებენ სასურველი ტუჩის ფორმას და რაც მთავარია, აქციის პირობებში ყველაზე ხელმისაწვდომ და სასურველ ფასად.
მისამართი:
ბახტრიონის #11 ბ.
თბილისი, საქართველო
ტელეფონები:
592-19-11-00, 571-13-13-07.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...