მედიცინა

ექიმის რჩევები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.09

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: 15 წლის ბიჭს აქვს ეკოლოგიურად ჭეშმარიტი გინეკომასტია. ჰორმონების სრული სპექტრი ნორმაშია, ოდნავ გამოხატული აქვს ინსულინრეზისტენტობა. დაუნიშნეს ლეტროზოლი. მაინტერესებს, სპორტით, დიეტით თუ მოხდება უკუგანვითარება? ძალიან არ მინდა პრეპარატის მიცემა ან ალტერნატივა თუ არის რამე?

პასუხი: ალტერნატივა არ არსებობს. მაგრამ მედიკამენტის აუცილებლობა უნდა განისაზღვროს მკურნალი ექიმის მიერ. რაც შეეხება ვარჯიშს, დიეტას და სპორტს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დადებით ეფექტს მოახდენს და მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტის აუცილებლობას ან მისი მიღების შემთხვევაში – პრეპარატის დანიშვნის ხანგრძლივობას, რადგან პრობლემა შეიძლება, სპორტისა და დიეტის ფონზეც ალაგდეს, რადგან გინეკოლმასტიის მიზეზი ზოგჯერ მხოლოდ ჭარბი წონაა, ამიტომ წონაში კლებაც კი შეიძლება, საკმარისი აღმოჩნდეს.

კითხვა: პერიოდულად ცხვირიდან სისხლი მომდის. რა შეიძლება, იყოს მიზეზი და ვისთან უნდა მივიდე?

პასუხი: საწყის ეტაპზე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს მიმართეთ. დათვალიერების შედეგად ის გადაწყვეტს გესაჭიროებათ თუ არა შემდგომი კვლევები. რაც შეეხება ცხვირიდან სისხლდენის შესაძლო მიზეზებს, ეს შესაძლოა, იყოს ტრავმა, ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი, სისხლის პათოლოგიები და სხვა.

კითხვა: რამ იცის შუბლის არეში ძლიერი ოფლიანობა?

პასუხი: ლოკალური ანუ ადგილობრივი ჰიპერჰიდროზი თანდაყოლილი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს სხეულის რომელიმე და/ან რამდენიმე ნაწილზე საოფლე ჯირკვლები ჭარბად აქვს განვითარებული. მსგავსი ტიპის ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი ბოტულინის ტოქსინის ინიექციაა ლოკალურად განსაზღვრულ წერტილებში. ეფექტი ინიექციიდან რამდენიმე დღეში იწყება და 6-9 თვის განმავლობაში გრძელდება.

კითხვა: რისი გაკეთება შეიძლება, როდესაც ბავშვს სათესლე ჯირკვლები არ უფიქსირდება (კრუნჩხვის გამო პერიოდულად ემალება, ვერბალურად ვერ გადმოსცემს, მაგრამ სავარაუდოდ, სტკივა კიდეც). ძირითადი დაავადება ჰიდროცეფალიაა.

პასუხი: ბავშვს აქვს მოძრავი სათესლე ჯირკვლები. ამიტომ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ექიმ-უროლოგთან ვიზიტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...