მედიცინა

ექიმის რჩევები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.05, 2023 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ვჭამე დაკონსერვებული ლორი. ამის შემდეგ დამეწყო კუჭის ტკივილი, მომცა სიცხე, კუჭიც აშლილი მქონდა. გავიკეთე ორი გადასხმა. ახლა მეორე დღეა და რაც არ უნდა ვჭამო მეწყება სლოკინი, რასაც ერთვის ბოყინი. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს ყველაფერი?

პასუხი: კვებით ინტოქსიკაციის შემდეგ საჭიროა რეაბილიტაცია, რაც პირველ რიგში, აღდგენითი/დამზოგველი დიეტის დაცვას გულისხმობს. რაციონიდან ამოიღეთ კონსერვები, შოკოლადი, გაზიანი სასმელები, ასევე, ცხარე, ცხიმიანი, მლაშე, შემწვარი პროდუქტი. უპირატესობა მიანიჭეთ წყალზე დამზადებულ ფაფებს, მოხარშულ ბოსტნეულს, უცხიმო მოხარშულ ხორცს, თევზს, კისელს. თუ ღებინება და დიარეა შეუპოვარია ან დისკომფორტი გახანგრძლივდა, მიმართეთ ინფექციურ კლინიკას.

კითხვა: ვარ 32 წლის ქალი. მყავს ორი შვილი. ბოლო 1 წელია, წონაში საგრძნობლად მოვიმატე. გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ანალიზი, გლუკოზა და პროლაქტინი – ყველაფერი ნორმაშია. მომატებული მაქვს მადა, ასევე სახეზე თმიანობა, განსაკუთრებით ნიკაპის არეში. ასაკობრივია თუ რამე დარღვევასთან მაქვს საქმე?

პასუხი: თქვენი პრობლემები შესაძლოა, ჰორმონული ცვლილებებით იყოს გამოწვეული. კვლევების დასაგეგმად ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ. ზოგადად, გარდა თქვენ მიერ ჩამოთვლილი კვლევებისა საჭიროა სისხლში ანდროგენების განსაზღვრა, ასევე, უნდა ჩატარდეს თირკმელზედა ჯირკვლებისა და გინეკოლოგიური გამოკვლევა. დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე, კვლევებს ნუ დაიწყებთ, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს (თან გქონდეთ უკვე ჩატარებული კვლევების შედეგები). ექიმი ვიზიტის დროს შეაფასებს, კონკრეტულ შემთხვევაში რომელი კვლევები იქნება ინფორმაციული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი