მედიცინა

ექიმის რჩევები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.03, 2023 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ამ ბოლო დროს ხელებზე კანი ძალიან გამომიშრა. ვისვამდი ხელის კრემს, მაგრამ დღეს რომ წავისვი, წვის შეგრძნება მქონდა და კანი წითლად დამეფოთლა. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: სავარაუდოდ, ალერგიაა კრემის შემადგენელ კომპონენტებზე. შეარჩიეთ მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის განკუთვნილი ჰიპოალერგიული ხელის კრემი.

კითხვა: მაინტერესებს, ანტიდეპრესანტი თუ იწვევს აბსტინენციის სინდრომს და რა სიმპტომებით ვლინდება?

პასუხი: დიახ, ანტიდეპრესანტებით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის დროს ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს აბსტინენციის სინდრომი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს არ ნიშნავს ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას. აბსტინენციის შესაძლო რეაქციების პრევენციის მიზნით, მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით. მოხსნის სინდრომისთვის დამახასიათებელია: კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუ, წონასწორობის დარღვევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, გრიპის სიმპტომები (შემცივნება, კუნთების ტკივილი), სისუსტე, გაძლიერებული გულისცემა, ოფლიანობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუნთების სპაზმი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი