მედიცინა

ექიმის რჩევები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 18.03, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: გაციების შემდეგ დამემართა ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი. დერმატოლოგმა ვალტრექსი და ელოკომის მალამო დამინიშნა. რამდენად სწორია დანიშნულებაა? ვიცი, რომ ალაგება მხოლოდ ტალკითაც ხდება.

პასუხი: ჟიბერის პიტირიაზის სამკურნალოდ ინიშნება როგორც ტალკი, ასევე მალამოები (დაბალმოლეკულური ჰორმონული და თუთიის), ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატებიც, მძიმედ მიმდინარე ფორმის დროს კი – სულფანილამიდები და ანტიბიოტიკებიც კი.

კითხვა: ვარ 19 წლის. ვიღებ 20-მილიგრამიან AKNETRENT-ს. მიწევს 9-თვიანი კურსი. გავიდა 1 თვე. სიგარეტს ძალიან იშვიათად ვეწეოდი. მაგრამ მაინტერესებს, შემიძლია თუ არა კვირაში 1-2 ჯერ სიგარეტის მოწევა, დღეში – 2 ღერი?

პასუხი: სიგარეტის მოხმარება ისედაც ამძიმებს აკნეს მიმდინარეობას, ამიტომ არ არის რეკომენდებული, მით უმეტეს მკურნალობის პერიოდში.

კითხვა: შარდის დათესვა ფლორაზე იგივე შარდის ბაქტერიოლოგიაა თუ რამე სხვა არის?

პასუხი: დიახ, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით განისაზღვრება ბაქტერიების ტიპი, რომლებიც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

27 მაისი – 2 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი