მედიცინა

ექიმის რჩევები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.02, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მყავს 6 თვის ბიჭი. ბგერებს არ გამოსცემს და არ ღუღუნებს, რომელი თვიდან უნდა გამოსცეს ბავშვმა ბგერები? რამდენად საყურადღებოა?

პასუხი: 3-4 თვის ასაკში თუ არ ღუღუნებს, 4 თვისა უფროსის წარმოთქმული ბგერების მიბაძვას ვერ ახერხებს, ეს საყურადღებოა; მიაქციეთ ყურადღება, რამდენად რეაგირებს ბავშვი ხმამაღალ ხმებზე. საჭიროა, რიგ სხვა ქცევებზე დაკვირვებაც. ამიტომ ნუ გადადებთ ბავშვთა ნევროპათოლოგთან ვიზიტს.

კითხვა: სამი დღის წინ ორი კბილი ანესთეზიით დავიბჟინე, მას შემდეგ ტუჩი და ნიკაპი გაბუჟებული მაქვს. ჩემი სტომატოლოგის თქმით, ნერვი დაიბეჟა და ნელ-ნელა გადამივლის. მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

პასუხი: თუ ამ დრომდე გრძნობთ გაბუჟებას/პარესთეზიას, მაშინ შეიძლება, ვივარაუდოთ საბჟენი მასალის ზეწოლა ნერვზე (რაც რენტგენოლოგიური კვლევით გამოვლინდება). ეს კი აუცილებლად საჭიროებს დროულ ჩარევას. არ გადადოთ სტომატოლოგთან ან ყბა-სახის ქირურგთან ვიზიტი.

კითხვა: მაქვს ნაირფერი პიტირიაზი და მაინტერესებს რამდენად მარტივად გადამდებია? შეიძლება, სხვაზე შეხებით ან ტანსაცმლით გადავიდეს?

პასუხი: დიახ. ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა. გადადება ხდება ინფიცირებულის ტანსაცმლით, სამკაულით, თეთრეულით, პირსახოცით, დაავადებულთან ხანგრძლივი მჭიდრო კონტაქტით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი