მედიცინა

ექიმის რჩევები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.01, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: წელი მტკივა მარცხენა საჯდომიდან და გადადის მარცხენა ფეხზე. დიკლოფენაკი გავიკეთე, 3 დღე მომეშვა, მაგრამ ახლა ისევ მტკივა. ჩვენთან არ არის მრტ და რას მირჩევთ, რა გავიკეთო?

პასუხი: მიზეზის გარკვევის გარეშე, „ბრმად“ დანიშნულ მკურნალობას ყოველთვის დროებითი შედეგი ექნება. შეიძლება, მიზეზი კოქსართროზი, ანუ ბარძაყის სახსრის ართროზი, იყოს ან ხერხემლის წელის მალების სტრუქტურული ცვლილებები, დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ, პირველ რიგში, ორთოპედ-ტრავმატოლოგს ან ნევროლოგს. შესაძლებელია, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება. კონკრეტული კვლევის მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილებას ექიმი გასინჯვის შემდეგ მიიღებს.

კითხვა: მაინტერესებს კვებითი დანამატის „ქინდერ იმუნოს“ მიცემიდან, რამდენ ხანში შეიძლება, პროფილაქტიკისთვის განმეორებით მიიღოს ეს წამალი 3.5 წლის ბავშვმა? და შეიძლება თუ არა, ეს წამალი დავალევინო 1.4 წლის ბავშვს ექიმის გარეშე?

პასუხი: „ქინდერ იმუნოს“ მიღება უკვე 1 წლის ასაკიდან შეიძლება (საზომი კოვზი – დღეში ერთხელ) იხსნება ცივ წყალში, იოგურტში ან ბავშვებისთვის განკუთვნილ დესერტში. მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. მაგრამ თუ ბავშვი ჯანმრთელია, ვითარდება ასაკის შესაბამისად, ნორმალურად იკვებება, რაციონიც ასაკის შესაბამისია, მაშინ არაა საჭირო დამატებით ვიტამინების ტაბლეტების სახით მიცემა.

კითხვა: მაინტერესებს, თუ არის შესაძლებელი ლოგონევროზისგან გათავისუფლება ზრდასრულ ასაკში (20 წლის), რომელიც გამოწვეულია სტრესითა და ფსიქოლოგიური ფაქტორებით?

პასუხი: ამ ასაკშიც შესაძლებელია მეტყველების ავტომაკონტროლებელი წესების ათვისება, თუმცა მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს შედეგს, რიგ შემთხვევაში ლოგონევროზი პრაქტიკულად არ ექვემდებარება თერაპიას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი