მედიცინა

ექიმის რჩევები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.12, 2022 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მეუღლეს აქვს რეზუს მეორე დადებითი, მე პირველი დადებითი, ბავშვს აქვს პირველი უარყოფითი, შესაძლებელია ეს თუ რამე შეცდომაა ანალიზის გაკეთების დროს?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. თუ ორივე მშობელი რეზუს დადებითია, მათ შეიძლება, ეყოლოთ როგორც რეზუს-დადებითი, ასევე რეზუს-უარყოფითი შვილები. ეს თავისებურება დამოკიდებულია მშობელთა გენოტიპზე. რაც შეეხება სისხლის ჯგუფს, თუ მშობლები არიან 0(I) და A(II) ჯგუფის მათ შვილებს ექნებათ I ან II ჯგუფის სისხლი.

კითხვა: მამაჩემი 70 წლისაა. 5 თვის წინ გაიკეთა სტენტირება – ერთი სტენტი აქვს. ახლა კი დაგეგმა ვარიკოზული ვენის ოპერაცია. ანალიზები გაიკეთა, გულიც შეიმოწმა და პასუხები კარგი აქვს. მაინტერესებს, ასე მოკლე დროში მეორე ოპერაცია თუ შეიძლება და რამე რისკი ხომ არ არის?

პასუხი: რისკი უნდა შეაფასოს ექიმმა, რომელიც დეტალურად გაეცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ბოყინი იყოს გულის პრობლემებთან კავშირში. როცა ელემენტარულ დისკომფორტს ვგრძნობ გულმკერდის არეში, ბოყინი მეწყება და მშველის.

პასუხი: თუ იმავდროულად მკერდში ტკივილსაც გრძნობთ, მაშინ პირველ რიგში კარდიოლოგიური კვლევა უნდა ჩაიტაროთ, თუ გულისმიერი მიზეზი გამოირიცხება, მაშინ საჭირო იქნება გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი