მედიცინა

ექიმის რჩევები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.08

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 8 წლის ბიჭუნა საგრძნობლად ჩამორჩება თანატოლებს სიმაღლეში, თუმცა გონებით და სხვა მხრივ, იდეალურად განვითარებული ბავშვია. ბიჭი ძალიან დაკომპლექსებულია. ახლობელმა სტატურანი მირჩია. შეიძლება, რომ მივცე?

პასუხი: სტატურანი არის ზღვის ღრუბელას ექსტრაქტი. არსებული ანოტაციის თანახმად, პრეპარატის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით, სტატურანი იოდის შემცველი პრეპარატია, ამიტომ სტატურანის მიღების უკუჩვენებას წარმოადგენს იოდის აუტანლობა. უმჯობესია, პირველ რიგში, დადგინდეს ზრდის შეფერხების მიზეზი და მედიკამენტის მიღება შეთანხმებული იყოს ენდოკრინოლოგთან. ასე რომ, გირჩევთ ბავშვი ბავშვთა ენდოკრინოლოგთან მიიყვანოთ.

კითხვა: რამდენად დასაშვებია ეპილაციის გაკეთება ქვემო კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს?

პასუხი: ვენების ვარიკოზული დაავადება ლაზერული ეპილაციის უკუჩვენებაა.

კითხვა: როცა ბავშვს ნუშურა ჯირკვლები აქვს გადიდებული და ამის გამო ვერ სუნთქავს, შეიძლება თუ არა ამ დროს ოპერაციიის დაგეგმვა? მკურნალობა ორნაირი ჩავუტარეთ, მაგრამ უშედეგოდ.

პასუხი: თუ ნუშურა ჯირკვლები (ტონზილები ანუ სასის ნუშურები) არის ქრონიკული ინფექციის წყარო ან იმდენად გადიდებულია, რომ კეტავს სასულის შესასვლელს და ხელს უშლის სუნთქვას, მაშინ ეს ოპერაციის ჩვენებაა. დიდი ზომის ადენოიდები (ცხვირ-ხახის გადიდებული ნუშურები) ასევე აძნელებს ცხვირით სუნთქვას.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი