მედიცინა

ექიმის რჩევები

№1

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 16.01

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 10 წლის ბიჭი ბოლო ერთი თვეა, ხშირად უჩივის  მუხლების ტკივილს. პატარაობისას ხშირად აწუხებდა გლანდები. ამის ბრალია თუ შეიძლება,  რევმატიზმი იყოს?
პასუხი: აუცილებელია, ბავშვი კვალიფიციურ ყელ-ყურის ექიმს აჩვენოთ და მან დაადგინოს, რამდენად საჭიროებს ტონზილექტომიას, საჭიროა რევმატოლოგის კონსულტაციაც.

კითხვა: 4 თვის წინ მახველებდა, მაგრამ ნახველი დამრჩა და მას შემდეგ ვეღარ გავიქრე. მაინტერესებს, ქრონიკულში ხომ არ გადამივიდა და როგორ მოვიშორო. იქნებ, მირჩიოთ რამე?
პასუხი: პირველ რიგში, გასარკვევია, რა არის ხველის ჭეშმარიტი მიზეზი. საწყის ეტაპზე მიმართეთ თერაპევტს (ოჯახის ექიმს), რომელიც დაადგენს თქვენი ჩივილის მიზეზს. შესაძლოა, გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან (ოტოლარინგოლოგი, ალერგოლოგი, ფტიზიატრი და ასე შემდეგ).
კითხვა: რა შეიძლება, გამოიწვიოს ჩვილის სიყვითლემ?
პასუხი: ხშირ შემთხვევაში ახალშობილთა სიყვითლე ნორმალური ანუ ფიზიოლოგიური მოვლენაა, მაგრამ ზოგჯერ გარკვეული დაავადების გამოხატულებასაც წარმოადგენს. ფიზიოლოგიური სიყვითლე მალე ქრება და არაფერს იწვევს, ხოლო დაავადებასთან დაკავშირებული სიყვითლე შეიძლება, გაძლიერდეს და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს თავის ტვინზე, სისხლის შედედებაზე.
კითხვა: კისერი მტკივა, ამის გამო ბალიშზე არაკომფორტულად ვარ და ხანდახან კეფის არეც მაწუხებს. ვის უნდა მივმართო? ჩივილთან დაკავშირებით რენტგენს გადამიღებენ თუ სხვა გამოკვლევა იქნება საჭირო?
პასუხი: მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნევროპათოლოგს. თუ დანიშნულების ფონზე მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, უნდა ჩაიტაროთ კისრის მალების რენტგენოგრაფია ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
კითხვა: მაინტერესებს, თავის ტვინის რეტროცერებრალური არაქნოიდური კისტა მხოლოდ თანდაყოლილია თუ შეძენილიც არსებობს? კტ-კვლევა კისტის ტიპს ზუსტად თუ განსაზღვრავს?
პასუხი: არაქნოიდალური კისტების განვითარების ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი. მიიჩნევენ, რომ უხშირესად ეს კისტები განვითარების დარღვევის შედეგად წარმოიქმნება, ანუ თანდაყოლილია, მაგრამ რადგან უფრო ხშირად სიმპტომები და ჩივილები არ აქვს, შეიძლება, ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, კისტა კტ და მრტ კვლევით დიაგნოსტირდება.
კითხვა: ხშირად „მითამაშებს“ თვალი. რისი ბრალია?
პასუხი: თვალის „თამაში“ მისი კუნთების ნერვული სტიმულაციის შედეგად უეცარი შეკუმშვის შედეგია. ეს სიმპტომი შეიძლება, უკავშირდებოდეს ფიზიკურ, ნერვულ, მხედველობით გადაღლას. ის, ძირითადად, თავისითაც გაივლის ხოლმე, მაგრამ თუ ძალიან ღელავთ, შეგიძლიათ, მიმართოთ ნევროლოგს, რათა დარწმუნდეთ, რომ საშიში არაფერია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

1-7 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი: ვემტერები ურწმუნო ადამიანებს