მედიცინა

ექიმის რჩევები

№30

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.08

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: რომელ კლინიკაში შეიძლება მოვიშორო ხალი?

პასუხი: კონკრეტულ კლინიკას ვერ გირჩევთ. უნდა მიმართოთ ონკო-დერმატოლოგს.

კითხვა: ფარისებრი ჯირკვლის ორივე წილში აღმომაჩნდა კვანძები. მაინტერესებს, კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია თუ არა?

პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შეიძლება, იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი. თუ ექოსკოპიური კვლევის დროს ეჭვი გაჩნდა კვანძის ავთვისებიანობაზე, მაშინ დიაგნოსტიკისთვის ტარდება ასპირაციული ბიოფსია ანუ კვანძის ქსოვილიდან ნემსით ხდება ნიმუშის აღება და მიკროსკოპული გამოკვლევა. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში მასზე აუცილებლად უნდა მოხდეს პერიოდული დაკვირვება. გარდა ექოსკოპიური კვლევისა აუცილებელია ჰორმონული კვლევაც.

კითხვა: რატომ სტკივდება ადამიანს თავი, როცა შია? რა ხდება ამ დროს თავში, რაც ტკივილს იწვევს?

პასუხი: შიმშილის დროს თავის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებაა, რაც ტვინისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა.

კითხვა: არის რამე ისეთი პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც სისხლძარღვებს წმენდს?

პასუხი: სისხლძარღვთა დაავადებებისგან დაცვა-პროფილაქტიკა გულისხმობს რისკფაქტორების შემცირებას: ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ცხიმიან საკვებზე უარის თქმას; სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგებას; ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას; ყოველდღიურად არანაკლებ 30 წუთის ფიზიკურ აქტივობას. პათოლოგიის განვითარების შემთხვევაში კი აუცილებელია დიაგნოზის დაზუსტება და ადეკვატური მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობის ჩატარება.

კითხვა: ჩემი გოგონა 7 წლის ხდება. დაახლოებით, 2 თვეა, წინა ზედა კბილი მოიცვალა და ჯერ კიდევ არ ამოსვლია, არის თუ არა საშიში და როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: უნდა შემოწმდეს სწორ პოზიციაშია თუ არა ჩანასახები. აჩვენეთ სტომატოლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი