მედიცინა

ექიმის რჩევები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.06, 2022 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემს ახლობელ ქალს ურჩიეს კუჭის მჟავიანობაზე სოდიანი წყალი უნდა დალიოო. ამბობს უკეთ ვარ და ერთი თვე გავაგრძელებ ასეთ მკურნალობასო. მე კი ვიცი, რომ არ შეიძლება. ვერ გავიგე კარგია თუ ცუდია?

პასუხი: სოდა ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ. მისი რეგულარულად მოხმარება არასასურველია.

კითხვა: დედას აქვს ნორმაზე ცოტა მაღალი ჰემოგლობინი. არის თუ არა ეს პათოლოგია?

პასუხი: ჰემგლობინის მომატების არაპათოლოგიური მიზეზებია: მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრება, ხშირად აღენიშნებათ აქტიურ მწეველებსაც, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (მაგალითად, მოთხილამურეები, ალპინისტები), მაღალ სიმაღლეზე ფრენა (მფრინავები, სტიუარდესები). ჰემოგლობინის დონის მომატება შეიძლება, მეტყველებდეს სისხლის დაავადებაზე (ერითროციტოზი), შაქრიან დიაბეტზე, დამწვრობაზე, ონკოლოგიური პროცესების პოტენციურ შესაძლებლობაზე, გულ-ფილტვის უკმარისობაზე, გულის თანდაყოლილ მანკებზე, ნაწლავის გაუვალობაზე. მომატებული ჰემოგლობინი სისხლის მომატებული შედედების სიმპტომიცაა. კვალიფიციური დასკვნისთვის გამოკვლევის სრული შედეგების შეფასებაა საჭირო, მიმართეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს.

კითხვა: ტაქიკარდიის დროს ცაცხვის ჩაის დალევა ხომ არ მოახდენს გულის უფრო მეტად აჩქარებას?

პასუხი: ცაცხვის ჩაი კონცენტრირებული, ასევე ხანგრძლივად და ხშირად გამოყენება ნამდვილად იწვევს ტაქიკარდიის პროვოცირებას.

კითხვა: ვარ 21 წლის. წამიერად მეხუჭება თვალები და ყველაფრის შეგრძნებას ვკარგავ. ვერ ვხვდები, რა ხდება ან როგორ და რაც ხელში მიჭირავს მივარდება. და ეს შესაძლოა, ნებისმიერ დროს და ადგილას მოხდეს. სანამ ექიმთან მივალ, იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ, რასთან მაქვს საქმე?

პასუხი: ნევროპათოლოგის კონსულტაციას საჭიროებთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

კითხვა: მეუღლეს აქვს მეორე ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლის ჯგუფი, მე – პირველი რეზუს-დადებითი, ბავშვს აქვს პირველი უარყოფითი, შესაძლებელია ეს, თუ რამე შეცდომაა ანალიზის დროს.

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. თუ ორივე მშობელი რეზუს-დადებითია, მათ შეიძლება ეყოლოთ როგორც რეზუს-დადებითი, ასევე რეზუს-უარყოფითი შვილები. ეს თავისებურება დამოკიდებულია მშობელთა გენოტიპზე. რაც შეეხება სისხლის ჯგუფს, თუ მშობლები არიან 0(I) და A(II) ჯგუფის, მათ შვილებს ექნებათ I ან II ჯგუფის სისხლი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი