მედიცინა

ექიმის რჩევები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.05

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: იცის თუ არა ენის წვა ალერგიამ?

პასუხი: დიახ, გლოსიტის ერთ-ერთი მიზეზი არის ალერგია. ენის ლორწოვანი გარსის ანთების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია: ბაქტერიები ან ვირუსები. ინფექციის განვითარებას, ასევე, ხელს უწყობს ენის დამწვრობები, პირის ღრუსა და ენის მექანიკური ტრავმები, ცხელი საკვები, ცხარე სანელებლები. გლოსიტი შესაძლოა, განვითარდეს ისეთი სისტემური დაავადებების ფონზეც, როგორიცაა რკინადეფიციტური ანემია, B ვიტამინო-დეფიციტური მდგომარეობა და ასე შემდეგ. დიაგნოსტიკისა და პირველადი შეფასებისთვის მიმართეთ სტომატოლოგს.

კითხვა: მარჯვენა ხელზე საჩვენებელი და შუა თითი გამისივდა. ასევე, ზამთარში ყველა თითი მიშავდება. შესაძლოა, რამე ალერგიის ბრალია ან სიცივე მოქმედებს. მაინტერესებს, რატომ ხდება ასე და როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: მიზეზი რეინოს სინდრომია ან ალერგია სიცივეზე, გამწვავების პერიოდში მიმართეთ ალერგოლოგს, მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად რეკომენდებულია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, კერძოდ: ყოველნაირად უნდა მოერიდოთ სიცივეს, თავი შეიკავოთ ცივ წყალში რეცხვისა და ცივი წყლით ხელების დაბანისაგან; ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში.

კითხვა: 5 თვის ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე. D ვიტამინი მაქვს 8, ნორმაა 30. ბავშვს ვაძლევ აქვადეტრიმი დე სამს 1-2 წვეთს. შეიძლება თუ არა, რომ მე მივიღო სამკურნალო დოზა, ანუ დღეში 10 წვეთი და ბავშვს შევუწყვიტო თუ მასაც მივცე 1-2 წვეთი?

პასუხი: როცა ბავშვი არის ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე და მეძუძური იღებს საკმარისი დოზით D ვიტამინს (4 000-6 000 სე დღეში), მაშინ რძე საკმაოდ არის გაჯერებული ამ ვიტამინით და ბავშვი აღარ საჭიროებს მის მიღებას. შეათანხმეთ პედიატრთან.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...