მედიცინა

ექიმის რჩევები

№1

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 15.01

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ შეიძლება, ადამიანი ძილის შემდეგ სწრაფად გამოფხიზლდეს, ოღონდ ყავის გარდა? 1 საათი ვერ ვფხიზლდები გაღვიძებიდან.

პასუხი: დალიეთ წყალი, კარგია მსუბუქი, სულ 10-წუთიანი ვარჯიში. თუ საშუალებაა, სუფთა ჰაერზე გასეირნება და თბილი (და არა ცხელი) შხაპი.

კითხვა: ჩემს მეუღლეს ღამით, ძილის დროს ზედატანი და ზეწარი სულ უსველდება ოფლით. მაინტერესებს, რისი ბრალია, რა შეიძლება, გავაკეთოთ ან ვის უნდა მივმართოთ?

პასუხი: პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ დაცულია თუ არა საძინებელ ოთახში ტემპერატურული რეჟიმი, ძილის დროს ხომ არ აცვია ან ახურავს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა (ასევე, საწოლის თეთრეული უნდა იყოს ბამბის, უნდა ეცვას ბამბის მაისური). შემდეგ კი აუცილებლად საჭიროა ოჯახის ექიმის მონახულება და ისეთ დაავადებების გამორიცხვა, როგორიცაა ფილტვის ტუბერკულოზი, ლიმფოგრანულემატოზი, ღამის აპნოეს სინდრომი, გასტროეზოფაგურ რეფლუქსური დაავადება, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ.

კითხვა: 9 თვეა, რაც ცხვირის წვეთების გარეშე ვეღარ ვსუნთქავ. ასევე, მაქვს მუდმივი ჩამონადენი ცხვირიდან ყელში. რა შეიძლება, რომ იყოს ან ეშველება თუ არა რაიმე?

პასუხი: ცხვირის გამხსნელი წვეთების (სისხლძარღვთა შემავიწროებელი) გამოყენება დასაშვებია, მაქსიმუმ, 10 დღის განმავლობაში. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა უნდა დაადგინოს სუნთქვის გაძნელების მიზეზი და მკურნალობა ამის მიხედვით დაინიშნოს. მიზეზი შეიძლება იყოს: ძგიდის გამრუდება, ადენოიდები, ქრონიკული რინიტი, სინუსიტი.

კითხვა: მკერდზე გავიკეთე ოპერაცია – ამომიღეს საშუალო ზომის ფიბროადენომა. ოპერაციის მეორე დღეს მკერდიდან ნემსით ამომიღეს სითხე და ერთ კვირაში დამიბარეს. ამოღებული ჯირკვლის ადგილას ხელის დადებით ვგრძნობ საკმაოდ გამაგრებას. რამდენად საშიშია ეს და ამ ოპერაციის შემდეგ მალევე დაორსულება რა რისკებთანაა დაკავშირებული?

პასუხი: მცირე სიმაგრე ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია, მაგრამ მაინც საყურადღებოა და უმჯობესია, მდგომარეობა მამოლოგმა შეაფასოს. რაც შეეხება დაორსულებას, ორსულობა შეგიძლიათ დაგეგმოთ ოპერაციიდან 2 თვეში, თუ საკონტროლო კვლევით დადგინდება, რომ მკერდში არანაირი პრობლემა არ არის.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...