მედიცინა

ექიმის რჩევები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 09.01, 2022 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას. რომელი ანალიზების გაკეთებაა საჭირო, რომ გავიგო, მაქვს თუ არა ჰორმონული დისბალანსი?

პასუხი: მენსტრუალური ციკლის გადაცდენის მიზეზი შესაძლოა, იყოს ემოციური ან ფიზიკური სტრესი, ანთება, ჰორმონული დისბალანსი და სხვა. ერთჯერადი გადაცდენა ან ჩავარდნა საშიში არ არის, თუ ციკლის დარღვევა რეგულარულ სახეს მიიღებს, მიმართეთ გინეკოლოგს. ზოგადად, ტარდება შემდეგი კვლევები: ექოსკოპია, ესტროგენების, პროჟესტერონის, FMH-ის, LH-ის, პროლაქტინის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება. ყველა ამ კვლევის ჩატარება ყოველთვის არ არის საჭირო ამიტომაც გირჩევთ, ნუ დაიწყებთ კვლევებს გინეკოლოგთან ვიზიტის გარეშე.

კითხვა: ერთწლიანი შუალედით, ორჯერ გადავიღე ყბის 3D ტომოგრაფიული კვლევა. ეს კვლევა იგივე კატეა და დიდი დოზით დასხივებას ნიშნავს? ძალიან შევშინდი, რადგან კატე წლების შემდეგ იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებსო. რამდენად სარისკოა, ეს კვლევა; თუნდაც, თავის ტვინისთვის, ამ დროს ხომ დასხივება, ძირითადად, თავის არეში მოდის?

პასუხი: 3D კომპიუტერული ტომოგრამის აპარატზე სკანირება ხდება სულ რამდინიმე წამში, უმცირესი დასხივებით, რენტგენის საკმაოდ დაბალი დოზირებით, შესაბამისად, პროცედურა უსაფრთხოა როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

კითხვა: კოვიდის გადატანის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება დაორსულება, არის თუ არა კოვიდიდან 5 თვეში დაორსულება საშიში ნაყოფისთვის?

პასუხი: თუ, ზოგადად, თავს კარგად გრძნობთ, მაშინ ორსულობის დაგეგმვა უკვე შეიძლება კოვიდის გადატანიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.

კითხვა: მაქვს TSH საკმაოდ მომატებული, ვსვამ წამალსაც. შეიძლება, ამის ფონზე შაქარმა აიწიოს? ოჯახში არავის ჰქონია დიაბეტი არ ვარ მსუქანი და ჭარბწონიანობისკენაც არ ვარ მიდრეკილი.

პასუხი: ჰიპოთირეოზის დროს ნივთიერებათა ცვლის პროცესი დაქვეითებულია, დარღვეულია ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლა. ამ დროს, პარალელურად, ქვეითდება ინსულინის მიმართ მგრძნობელობა; რაც წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის რისკფაქტორს. თუმცა, ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღება აუცილებელია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი