მედიცინა

ექიმის რჩევები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.11, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ბოლო 1 წელია, ნახველში სისხლის პატარა ნაწილაკები შევამჩნიე, გუშინწინ კი შედარებით დიდი ამოჰყვა. ბოლო პერიოდია ჩასუნთქვა და დამთქნარება მიჭირს. გადავიღე რენტგენი ფილტვებზე და მითხრეს, ყველაფერი კარგად არის, პათოლოგიები არ შეინიშნებაო. ფარისებრი ჯირკვლებიც ნორმაშია. იქნებ მირჩიოთ, რა გამოკვლევა ჩავიტარო?

პასუხი: თუ ფილტვების პათოლოგია გამორიცხულია, მაშინ შესაძლოა, ნახველში სისხლის შერევა ცხვირ-ხახიდან ხდება, თუ გაგრძელდა ეს მდგომარეობა, მაშინ ექიმთან ვიზიტი და დიფერენცირება იქნება საჭირო.

კითხვა: რამდენად საშიშია კვანძოვანი ერითემა და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

პასუხი: კვანძოვანი ერითემა არის ანთებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს მტკივნეული მკვრივი წითელი ფერის კვანძების განვითარება კანქვეშ, უპირატესად წვივებზე, იშვიათად – მხრებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე, ახასიათებს ცხელება და ართრალგია. როგორც წესი, ვითარდება სხვა რომელიმე დაავადების ფონზე, მედიკამენტებით სენსიბილიზაციისას, ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების დროს.

კითხვა: ვარ 35 წლის ქალი. სმარტსაათი მიკეთია და დავიწყე გულისცემის შემოწმება. რომ ვწვები, საათი მიჩვენებს 55 გულისცემას წუთში, ისე კი - 69-100 მაქვს (ვვარჯიშობ, ვარ პილატესით დაკავებული). დისკომფორტს ვერ ვგრძნობ როცა მოსვენებულ მდგომარეობაში 55 გულისცემას მიჩვენებს. რამე მჭირს და ვერ ვხვდები?!

პასუხი: მოსვენებულ მდგომარეობაში 60-ზე ნაკლები გულისცემა ნორმად შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც სპორტით არის დაკავებული. თუ დისკომფორტს არ გრძნობთ და ზოგადად, არაფერს უჩივით, საშიში არაფერია.

კითხვა: შესაძლებელია, რომ გრძნობდე სიმჟავეს, კბილების მოკვეთას და რეალურად დაბალი მჟავიანობა გქონდეს?

პასუხი: სავარაუდოდ, კბილის მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, რომელსაც არაერთი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი არის რეფლუქსური დაავადება, როცა კუჭის შიგთავსი საყლაპავში ხვდება და შემდეგ პირის ღრუში. მჟავა გარემო აზიანებს კბილის მინანქარს, ხდება დემინერალიზაცია და შესაბამისად, იმატებს კბილის მგრძნობელობა.

კითხვა: ვსვამ მულტივიტამინს და შევამჩნიე, რომ მაძლევს მცირე ალერგიას წითელი გამონაყრის სახით. ექიმმა დამინიშნა და არ მინდა, რომ შევწყვიტო. მაინტერესებს, გაგრძელების შემთხვევაში, ხომ არ დავიზიანებ ორგანიზმს?

პასუხი: ჩვენი რჩევაა, შეწყვიტოთ იმ მედიკამენტის მიღება, რაც იწვევს გამონაყარს და გაესაუბროთ ალერგოლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...