მედიცინა

ექიმის რჩევები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.11, 2021 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: პირის ღრუში მაქვს სოკოვანი დაავადება, კანდიდოზი, მივიღე წამლები მაკმირორი, უზნაძე-მჭედლიშვილის მალამო, ფლუზამედი, მაგრამ შედეგი დროებით უმჯობესდებოდა და მერე ისევ თავიდან მეწყებოდა. რა შეიძლება, გავაკეთო სახლის პირობებში, არსებობს რაიმე ხალხური მეთოდი კანდიდოზის დასამარცხებლად?

პასუხი: სოკოები (საპროფიტები) ნორმაში არიან პირის ღრუში და არ იწვევენ დაავადებებს. მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითებისა და სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორების (მათ შორის, პირველ რიგში, შაქრიანი დიაბეტი, პროთეზი) დახმარებით ვითარდება პირის ღრუს კანდიდოზი. მკურნალობა ინდივიდუალურია: ფონური დაავადების გამოვლენა და მკურნალობა, ვიტამინოთერაპია, პირის ღრუს სანაცია, დიეტა, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა. ამ დროს კარგია სოდიანი და ანტისეპტიკური სავლებები. მიმართეთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმ-სტომატოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას და გაგიგრძელებთ, შეწყვეტს ან შეცვლის მკურნალობას. ხალხური მეთოდები ვერ დაამარცხებენ კანდიდოზს, მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ძირითად მკურნალობასთან ერთად.

კითხვა: მაქვს ხელების კანკალი, თან ძალიან შემაწუხებლად. ვარ 20 წლის. ამ ბოლო ხანს დავაკვირდი და საუბრის დროსაც ვკანკალებ, თითქოს მცივაო. ხელების კანკალი მეწყება მაშინაც, როცა მშია. ნერვიულობაზე კი გული მიხდება ცუდად და არა მარტო ხელები, თავიც მიკანკალებს და შინაგანად ძალიან ცუდად ვხდები. რა დაავადება მჭირს და რით შემიძლია მკურნალობა?

პასუხი: გირჩვეთ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გამოსაკვლევად და შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად, პირველ რიგში, ენდოკრინოლოგს მიმართოთ. გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზიც. ამის შემდეგ გაირკვევა, საჭიროებთ თუ არა ნევროპათოლოგის კონსულტაციას.

კითხვა: რა იწვევს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს?

პასუხი: საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად ისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდისკენ კუჭის გადანაცვლებას.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი