მედიცინა

ექიმის რჩევები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.11, 2021 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: სად შეიძლება ხალის მოშორება?

პასუხი: კონკრეტულ კლინიკას ვერ გირჩევთ. უნდა მიმართოთ ონკო-დერმატოლოგს.

კითხვა: ფარისებრი ჯირკვლის ორივე წილში აღმომაჩნდა კვანძები. მაინტერესებს, კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია თუ არა?

პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი. თუ ექოსკოპიური კვლევის დროს ეჭვი გაჩნდა კვანძის ავთვისებიანობაზე, მაშინ დიაგნოსტიკისთვის ტარდება ასპირაციული ბიოფსია, ანუ კვანძის ქსოვილიდან ნემსით ხდება ნიმუშის აღება და მიკროსკოპული გამოკვლევა. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში მასზე პერიოდული დაკვირვებაა საჭირო. ამასთან, გარდა ექოსკოპიური კვლევისა, აუცილებელია ჰორმონული კვლევაც.

კითხვა: დამიდასტურდა კოვიდი. D-დედიმერი მაქვს 499 და მაინტერესებს რამდენად საშიშია? წამალი რომ არ დავლიო?

პასუხი: D-დიმერი ნორმის ზედა ზღვარია 500 ნგ/მლ. D-დიმერი იმატებს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, ხოლო რევმატოიდული და სისხლის დაავადებების დროს შესაძლოა, ცრუ დადებითი შედეგიც კი მივიღოთ. ამიტომ D-დიმერის განცალკევებულად განხილვა არ არის სწორი ანტიკოაგულაციური თერაპიის დასაწყებად. ზუსტი შეფასებისთვის სისხლის სხვა კოაგულაციური ტესტებისა და ზოგადი მდგომარეობის ცოდნაა საჭირო. ამისთვის კი ექიმს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ვარ 16 წლის ბიჭი. კუჭში გასვლისას სისხლიანი განავალი მქონდა და რა გავაკეთო?

პასუხი: თუ სისხლი განავალშია შერეული, მაშინ დაუყოვნებლივ ეწვიეთ გასტროენტეროლოგს, ხოლო თუ ალისფერი სისხლი განავალზე ზემოდან არის, მაშინ მიზეზი ბუასილი ან ანალური ხვრელის ნახეთქია და ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად პროქტოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: მაინტერესებს ვაქცინა და ციკლის გადაცდენა თუ არის კავშირში?

პასუხი: დიახ, თუ ვაქცინაციის დროს გადაგიცდებათ, კავშირშია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი