მედიცინა

ექიმის რჩევები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.10, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ერთი თვეა მგონია, სიცხე მაქვს. ვიზომავ სიცხეს და არ მაქვს. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი? ან რა გამოკვლევები ჩავიტარო?

პასუხი: გაიკონტროლეთ არტერიული წნევა, ასევე, საფიქრებელია ვეგეტაციური კრიზი/ნეიროცირკულარული დისტონია. თანმიმდევრული კვლევების დასაგეგმად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს.

კითხვა: სახლის კატამ, რომელსაც ცოფზე აცრა არ ჰქონდა გაკეთებული, ერთი წლის წინ თითებზე დამკაწრა და მეცამეტე დღეს დაიკარგა. ინტერნეტში კი წავიკითხე, რომ ცოფის ინკუბაცია შესაძლოა, ერთ წელსაც გაგრძელდესო და პანიკა დამეწყო. მაქვს სიცხე – 38 გრადუსი. იქნებ რამე მირჩიოთ.

პასუხი: თუ გაკაწვრიდან მე-13 დღეს კატა ცოცხალი იყო, მას ცოფი ვერ ექნებოდა. აცრები საჭირო არ არის.

კითხვა: მეუღლეს აქვს B ჰეპატიტი, არც თუ ისე სწრაფ გავრცელებადი, მე ანალიზით არ დამიდგინდა. მაინტერესებს, თავის დაცვის მიზნით, B ჰეპატიტზე აცრა რომ გავიკეთო (რომელიც როგორც გავიგე, 7 თვე გრძელდება და ეტაპობრივია), რამდენად შესაძლებელია დაორსულება ამ პერიოდში (ვგულისხმობ 7 თვეს)?

პასუხი: ჯობს, ორსულობისას დაავადების რისკისაგან უკვე დაცული იყოთ.

კითხვა: როცა ემოციებში ვარ, ძალიან მტკივა თავი, ასევე, თვალები და საფეთქელი. ამოძრავების დროს თითქოს ნერვი მირტყამს, ანუ თავი სულ გაშეშებული უნდა მქონდეს. შესაძლოა, გავცივდი. იქნება დამეხმაროთ.

პასუხი: თავის ტკივილს ბევრი მიზეზი აქვს: მაღალი ტემპერატურა, მაღალი არტერიული წნევა, ფრონტიტი, შაკიკი, უძილობა, სტრესი, ოსტეოქონდროზი და სხვა. მკურნალობა ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. პირველ რიგში, გაიზომეთ ტემპერატურა, წნევა და მიმართეთ ოჯახის ექიმს.

კითხვა: ჩემი მეუღლე 27 წლის არის და საღამოობით ტკბილეულის მოთხოვნილება აქვს. საშიში ხომ არ არის ტკბილის ასეთი ძლიერი სურვილი?

პასუხი: ხშირად ასეთ მიდრეკილებას ავლენენ ადამიანები სტრესისა და დაძაბული მუშაობის დროს. ყოველი შემთხვევისათვის, შეგიძლიათ გაუზომოთ სისხლში გლუკოზის შემცველობა და ასე გამორიცხოთ დიაბეტი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი