მედიცინა

ექიმის რჩევები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.08, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მაწუხებს კუჭი. ძირითადად, მაქვს ბოყინი, რის გამოც ყელი მეწვება. დამიდგინეს რეფლუქს-გასტრიტი. მაინტერესებს სიმალგელის მიღების წესები, რამდენი ხნით არის რეკომენდებული მისი მიღება და როგორი დოზით?

პასუხი: სიმალგელი ინიშნება რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს, მაგრამ მხოლოდ ამ ერთი პრეპარატით მკურნალობა შესაძლოა, არასაკმარისი იყოს. სიმალგელი შეიძლება, მიიღოთ როგორც რეგულარულად, ისე ეპიზოდურად. ანოტაციაში ზუსტადაა მითითებული მიღების წესი. მოზრდილებში სიმალგელი ინიშნება 10 მილილიტრი 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. პრეპარატის განზავების თავიდან აცილების მიზნით, სასურველი არ არის რაიმე სითხის დალევა პრეპარატის მიღების შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში. კუჭის ლორწოვან გარსზე პრეპარატის უკეთ გადანაწილებისთვის რეკომენდებულია სიმალგელის მიღების შემდეგ წამოწოლა და რამდენჯერმე, ყოველ 2 წუთში ერთხელ, გვერდის შეცვლა. რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატი მიიღება ჭამიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეპიზოდური მიღებისას (არასწორი კვებით გამოწვეული დისკომფორტი) გამოიყენება 10 მილილიტრი ერთჯერადად. მკურნალობის კურსი შეიძლება, 2-3 თვე გაგრძელდეს, თუმცა, კვალიფიციური მკურნალობის დასანიშნად ჩვენი რჩევაა, პირველი შესაძლებლობისთანავე მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

კითხვა: ჩემი პატარა წლისა და 3 თვისაა, მყავდა ორთოპედთან. მას მოეწონა ტერფიც და ნაბიჯებიც, მაგრამ დამოუკიდებლად სიარულის მაინც ეშინია. უნდა დავაძალო? ძალიან ხომ არ დაგვიანდება სიარულის დაწყება?

პასუხი: 12-15 თვისთვის ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად სიარულს, ზოგი – ოდნავ ადრე, ზოგიც – ოდნავ გვიან. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ორთოპედს და ნევროპათოლოგს მიაჩნიათ, რომ ბავშვი ჯანმრთელია, მაშინ ნუ იღელვებთ. ნუ გამოიყენებთ ჭოჭინას და მანეჟს, ისეირნეთ ბავშვთან ერთად, მონაცვლეობით ხან ერთი ხელით გეჭიროთ ხან – მეორეთი. მოძრაობის კოორდინაციის თვალსაზრისით, სიარული ძალზე რთული პროცესია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი