ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: მაინტერესებს, რა არის ძილის დროს სწორი პოზიცია ახალშობილისთვის? ჩემს შვილს, ძირითადად, ზურგზე ვაძინებ, მაგრამ რომ მოვსინჯე მუცელზე წოლა, ბავშვმა საკმაოდ კომფორტულად იგრძნო თავი.
პასუხი: სწორი პოზა ძილის დროს ახალშობილობისა და ჩვილობის ასაკში არის ზურგზე წოლა 30°-ით ფეხებისკენ დახრილი, ზომიერად უხეშ, ბავშვისთვის განკუთვნილ საწოლზე. თუ მუცელზე წოლა მისთვის კომფორტულია – ეს გააკეთეთ დღისით, როცა თქვენ უფრო აქტიური მეთვალყურეობის საშუალება გაქვთ.
კითხვა: ექიმმა სხვა მკურნალობასთან ერთად დამინიშნა ტურბომიკრონ ჯი. ვენებზე ცოტა პრობლემები ისედაც მაქვს და შეწყვეტა ტრომბს ხომ არ გამოიწვევს, როგორც კარდიომაგნილის შეწყვეტაზე ამბობენ, ესეც მსგავსად ხომ არაა?
პასუხი: ტურბომიკრონი (მიკრონიზებული ფლავონოიდური ფრაქცია) და კარდიომაგნილი სრულიად განსხვავებული მოქმედების პრეპარატებია. კარდიომაგნილი არის ანტიაგრეგანტი, რომელიც სისხლის შედედებაზე მოქმედებს და მისი თვითნებური შეწყვეტა მართლაც შეიცავს არტერიული თრომბოზის რისკს, ხოლო ტურბომიკრონი წარმოადგენს ვენოტონურ საშუალებას, რომელიც აძლიერებს ვენების კედლის ტონუსს და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ამ პრეპარატის კურსის დასრულება ან შეწყვეტა არ იწვევს სისხლის „მოწოლას“ ან თრომბის ჩამოყალიბების რეაქტიულ ზრდას.
კითხვა: ვარ 24 წლის გოგო. მკერდზე რაღაც ჯირკვალი მაქვს. შესაძლებელია, იყოს ცხიმი? შეიძლება, ეს ლუდის სმისგან იყოს გამოწვეული?
პასუხი: ლუდის სმასთან ასეთი ცხიმის წარმოშობა ნამდვილად არ არის დაკავშირებული. იმისთვის კი, ეს წარმონაქმნი ცხიმგროვაა თუ რაიმე სხვა, საჭიროა მამოლოგიური გასინჯვა და ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





