მედიცინა

ექიმის რჩევები

№38

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.10

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 18 კვირის ორსული, მაქვს ორსულთა ფიზიოლოგიური თრომბოციტოპენია, პლაცენტის წინა მდებარეობა. მაინტერესებს, თუ არ გამოსწორდა, რა რისკების ქვეშ შეიძლება დავდგე?

პასუხი: პლაცენტის მდებარეობა 18 კვირაზე საკმაოდ ხშირად იცვლება – საშვილოსნო იზრდება და პლაცენტა თანდათან „აიწევს“. თუ მოგვიანებითაც დაბლა (წინ) დარჩა, მთავარი რისკი შეიძლება, იყოს სისხლდენა ორსულობის მეორე ნახევარში ან მშობიარობის დასაწყისში, მაგრამ თქვენ უკვე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიოლოგიური თრომბოციტოპენიაც უმეტესად მსუბუქია და ჩვეულებრივ, მკურნალობას არ მოითხოვს. თუ გამოჩნდა სისხლიანი გამონადენი ან ძლიერი ტკივილი, მაშინვე მიმართეთ ექიმს. ასევე, სცადეთ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმის აწევა.

კითხვა: ბავშვს რამდენიმე ადგილას აქვს ნაკბენები, რომელიც გაურთულდა. პედიატრმა ბეტადინით დამუშავება და ფენისტილი და ლევომიკოლი გამოუწერა. ყველაფერი დანიშნულებისამებრ გავაკეთე. ქავილი აღარ აქვს, მაგრამ მაინც რაღაც გამონაყარი რჩება. რა გავაკეთო?

პასუხი: ნაკბენების გართულების შემთხვევაში, რომელიც უკვე შეფასებულია პედიატრის მიერ და დანიშნულია შესაბამისი მკურნალობა, უაღრესად მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების მკაცრად შესრულება. ქავილის შეწყვეტა კარგი ნიშანია, თუმცა გამონაყრის შენარჩუნება შეიძლება, განპირობებული იყოს შემდეგი მიზეზებით: ბუნებრივი განკურნების პროცესი (კანი ჯერ კიდევ აღდგენის სტადიაშია); ანთებითი პროცესის ნარჩენი კვალი, რომელიც თანდათანობით გაქრება; შესაძლო ალერგიული რეაქცია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა