მედიცინა

ექიმის რჩევები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:07 08.05

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 8 წლის გოგონა ჭარბთმიანია ხელებზე და ფეხებზე, დაბადებიდან ასე იყო. შეიძლება თუ არა ლაზერული ეპილაცია?

პასუხი: 8 წლის გოგონა ჯერ კიდევ ჰორმონული ცვლილებების (პუბერტატის) წინა ეტაპზეა. ამ ასაკში სხეულის თმიანობა ხშირად ბუნებრივია და მომავალში შესაძლოა, თავისთავად დარეგულირდეს. ლაზერული ეპილაცია არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ ჰორმონული მდგომარეობა არ დარეგულირდება, ანუ პუბერტატის შემდეგ – დაახლოებით, 12-14 წლიდან.

კითხვა: ერთ-ერთ სამედიცინო გადაცემაში პედიატრმა ახსენა, რომ ბავშვთა ასაკში თაფლით კვება მოზრდილობაში შაქრიან დიაბეტს იწვევს. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

პასუხი: თაფლის მოხმარება ბავშვობაში არ მიიჩნევა შაქრიანი დიაბეტის განვითარების პირდაპირ რისკ-ფაქტორად. თუმცა, თუ ბავშვი რეგულარულად მოიხმარს დიდი რაოდენობით ტკბილეულს (მათ შორის თაფლს), ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ჭარბი წონის განვითარებას, რაც თავის მხრივ, არის შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორი. შაქრიანი დიაბეტის განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ცხოვრების წესი და სხვა ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის დონე.

კითხვა: მამას დაუდგინეს g12.2 მოტორული ნეირონის დაავადება. სპასტიკურ-ატროფიული ტეტრაპარეზი, გთხოვთ, მირჩიოთ, სად შეიძლება ამ დაავადების მკურნალობა ან არის თუ არა განკურნებადი?

პასუხი: სამწუხაროდ, ამჟამად მოტორული ნეირონის დაავადება არ არის განკურნებადი, თუმცა, შესაძლებელია: სიმპტომების შემსუბუქება, მოძრაობის შენარჩუნება, რაც შეიძლება, დიდხანს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა