მედიცინა

ექიმის რჩევები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.04

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: გაღიზიანებული ნაწლავის დროს, ნაწლავების დაცლის შემდეგ არასასიამოვნო შეგრძნების პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდებულია თუ არა სოლგარის ფსილიუმ ჰასკის მიღება?

პასუხი: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ფსილიუმი ხელს უწყობს სითხის აბსორბციას და ამცირებს დიარეას. თქვენი ჩივილის მიზეზის დასაზუსტებლად/დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია გასტროენტეროლოგთან ან პროქტოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: აღმოჩნდა, რომ D ვიტამინი მაქვს საკმაოდ დაბალი. მაინტერესებს, რომელი წამლით შეიძლება მოვიმატო და რომელი საკვებია უფრო კარგი ამისთვის?

პასუხი: გამოკვლევის შედეგი აჩვენეთ ოჯახის ექიმს, რათა სწორად შეგირჩიოთ დანამატის სახით D ვიტამინის ეფექტური დოზა. რაც შეეხება კვებას, D ვიტამინს ცოტა დასახელების საკვები შეიცავს. დეფიციტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ადამიანის კანზე მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედებაა, თუმცა არსებობს დაავადებები, რომლებიც იწვევს D ვიტამინის დეფიციტს. აქედან გამომდინარე, მზის აბაზანები, მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე, წარმოადგენს D ვიტამინის ძირითად წყაროს. ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება D ვიტამინზე მხოლოდ საკვებით თითქმის შეუძლებელია. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან D ვიტამინი გვხვდება თევზში/თევზის ქონში, კვერცხის გულში, ხიზილალაში, რძის ნაწარმში – ყველსა და კარაქში. D ვიტამინით მდიდარი მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჭინჭარი, მარცვეული, ავოკადო, ოხრახუში, ასევე, სოკო.

კითხვა: მაინტერესებს, შაქარი თუ შეიცავს კალიუმს?

პასუხი: შაქარი შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს, მათ შორის კალიუმსაც.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა