მედიცინა

ექიმის რჩევები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.03

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: რას გულისხმობს ცილოვანი ცვლის დაქვეითება – ცილების ნაკლებობას თუ შეიძლება, ცილა მეტიც იყოს და ნაკლებიც?

პასუხი: ცილოვანი ცვლის დარღვევა ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმი არასაკმარისად იღებს ცილოვან პროდუქტს ან ცილის ათვისება არასრულფასოვანია. გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე დამოკიდებული პროცესების ერთობლიობაა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლის გაღრმავებასთან ერთად ირღვევა ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლაც.

კითხვა: შეიძლება, 5 წლის ბავშვის პროლაფსი დროთა განმავლობაში გამოსწორდეს? აქვს 0.2-0.3. რა არის რეკომენდებული?

პასუხი: მიტრალური სარქვლის პროლაფსის ხარისხის გაუმჯობესება ჩარევის გარეშე არ ხდება, ხშირად რჩება სტაბილურად ერთ დონეზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, მდგომარეობა გაუარესდეს.

კითხვა: 2 წელია, ყოველდღიურად მიწევს კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა. ყოველდღე ვგრძნობ თვალის დაჭიმულობას, ტკივილს, ასევე, თავის ტკივილს. გთხოვთ, მირჩიოთ რამე, რადგან ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის.

პასუხი: სცადეთ ხელოვნური ცრემლის მედიკამენტები. სასურველია იყოს კონსერვანტებისგან თავისუფალი. ხელოვნური ცრემლი არის ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების. კონკრეტულ პრეპარატს ანოტაციაში მითითებული აქვს გამოყენების სიხშირე. თუმცა, ჩივილის რეალური მიზეზის დასადგენად ოფთალმოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა