მედიცინა

ექიმის რჩევები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.03

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემს 8 წლის გოგონას სასირცხო ბაგეებთან თმა ამოუვიდა. ბოქვენზე ჯერ არ აქვს. მაინტერესებს, რამდენად ნორმალურია ეს და რა რჩევას მომცემთ?

პასუხი: გოგონას სქესობრივი მომწიფება იწყება 8-10 წლის ასაკში და გრძელდება, დაახლოებით, 7-8 წელი. მომწიფება იწყება სარძევე ჯირკვლებისა და მათი დვრილების ზრდით, ფერის შეცვლით. დაახლოებით 10 წლიდან ჩნდება გათმიანება სასირცხო ბაგეებზე, შემდეგ კი – ბოქვენზე. 11-12 წლის ასაკიდან ჩნდება გათმიანება იღლიაში. თუ პუბერტატული პერიოდისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა დროზე ადრე იჩინა თავი, ეს იმის მაუწყებელია, რომ ბავშვი ნაადრევად შევიდა გარდატეხის ასაკში და საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ზოგადი რჩევა ასეთია: თვალყური ადევნეთ ბავშვის წონას, კვების რაციონში ჩართეთ მეტი წილი ხილი და ბოსტნეული, ბავშვი უნდა იკვებოს ჯანსაღი საკვებით, ერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, მისდიეთ სპორტს.

კითხვა: გადასხმის გაკეთებას ვგეგმავ, არ ვუჩივი რამეს, უბრალოდ, სათანადოდ არ ვიკვებები და ამიტომ გადავწყვიტე. კლინიკაში რომ მივიდე გამიკეთებენ? და რა სასიკეთო ჩვენება აქვს გადასხმას?

პასუხი: ინფუზიური თერაპია დანიშნული უნდა იყოს მკურნალი ექიმის მიერ. ამიტომ თქვენ უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს, უნდა შეფასდეს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, გაირკვეს კვების დეფიციტის მიზეზი და ამის შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, რა ტიპის დახმარებას საჭიროებთ.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა იმკურნალოს ნაწლავებში არსებულ სოკოებზე მან, ვინც სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს ვერ იტანს?

პასუხი: სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის ანტიმიკოზური პრეპარატები ერთმანეთისგან განსხვავდება მოქმედების სპექტრით, გვერდითი ეფექტებითა და კლინიკური გამოყენების თავისებურებებით. კონკრეტულ პაციენტს უსაფრთხო მკურნალობის სქემას პირადი ექიმი შეურჩევს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა