მედიცინა

ექიმის რჩევები

№50

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.12

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, B ჯგუფის ვიტამინები წნევას მაღლა თუ სწევს? როდესაც წნევის მარეგულირებლებს სვამ, B ჯგუფის ვიტამინები რომ მიიღო, წნევა აიწევს თუ არა?

პასუხი: B1 და B12 ვიტამინებმა შეიძლება, გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზული სამკურნალო პრეპარატების ეფექტის დაქვეითება. ასევე, როგორც ნებისმიერი მედიკამენტის, ისე B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის მიღებისას სხვა გვერდითი მოქმედებების გამოვლენის პოტენციური რისკიც არსებობს. გასათვალისწინებელია ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ მედიკამენტის მიღება პირად ექიმთან უნდა შეათანხმოთ.

კითხვა: 10 წლის ბიჭი 2-3 თვეში ერთხელ ღამე ისველებს. რა შეიძლება, იწვევდეს ამას და უნდა მივმართოთ თუ არა ექიმს? სხვა რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.

პასუხი: როცა ენურეზი ამ ასაკამდე გრძელდება, აუცილებლად უნდა დადგინდეს მიზეზი. ბავშვი, პირველ რიგში, უნდა მიიყვანოთ უროლოგთან, შესაძლოა, საჭირო იყოს ნევროპათოლოგის კონსულტაციაც.

კითხვა: მაინტერესებს, ლაპარასკოპიული ოპერაციის წინ თუ იპარსება შესაბამისი ადგილი, სადაც, ეგრეთ წოდებული, „ნახვრეტი“ კეთდება?

პასუხი: თქვენ არ უნდა გაიპარსოთ. თუკი ამის საჭიროება იქნება, ოპერაციის დღეს კლინიკაში მოამზადებენ საოპერაციო არეს.

კითხვა: ხშირად ვიღებ ანტაციდებს, ვერ ვიღებ ქრომით გაჯერებულ საკვებს. მაინტერესებს, რამდენი ხანი შეიძლება ქრომის მიღება საპროფილაქტიკოდ და რა დოზით.

პასუხი: შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევა Cr-ზე, თუ დადასტურდება ნაკლებობა, მაშინ უნდა მიიღოთ დანამატის სახით, რადგან ქრომს აქვს ორგანოებსა და ქსოვილებში მაღალი კუმულაციის (დაგროვების) უნარი. შესაბამისად, ჭარბად, ჩვენების გარეშე გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დისფუნქცია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა