ექიმის რჩევები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 15.12
კითხვა: 8 წლის ბავშვს აქვს ვიტამინის ნაკლებობა – 22. ექიმმა დაუნიშნა 1 000-იანი D ვიტამინის მიღება ერთი თვის განმავლობაში. რამდენად სწორია ამ დოზის მიღება და პერიოდი უფრო ხანგრძლივი ხომ არ სჭირდება?
პასუხი: D ვიტამინის დანამატის სახით დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში დოზის შერჩევა დამოკიდებულია როგორც ნაკლებობა/დეფიციტის ხარისხზე, ისე ასაკსა და სხეულის მასის ინდექსზე. დინამიკაში კონტროლო ხდება 8-12 კვირაში და მკურნალობის გაგრძელების შემდგომი ტაქტიკაც საკონტროლო კვლევის შედეგზეა დამოკიდებული. 20 მგ/მლ-ის ზევით მაჩვენებელი ნორმაა. ამ ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული შემანარჩუნებელი/საპროფილაქტიკო დოზაა 600-1000.
კითხვა: ვარ 50 წლის. ლოყაში გამიკეთდა AE ვიტამინი. რაც დრო გადის, მაგრდება გთხოვთ მირჩიოთ, რა გავაკეთო ან რომელ ექიმს მივმართო?
პასუხი: ყბა-სახის ქირურგს უნდა ეჩვენოთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
კითხვა: ერთი თვის წინ მეუღლემ ხერხემალზე გაიკეთა ოპერაცია. ჭრილობა, დაახლოებით, ხუთ სანტიმეტრზე გაიხსნა და თავიდანვე გამოდის დიდი რაოდენობით ლიმფა. რა შეიძლება, იწვევდეს ლიმფის ასეთი რაოდენობით ჟონვას ან თუ ეშველება ამ მდგომარეობას?
პასუხი: ქსოვილის აღდგენაზე, ანუ ჭრილობის შეხორცებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. პროცესის შენელების/დარღვევის გავრცელებული მიზეზია ინფექცია, დიაბეტი, ასაკი, სიმსუქნე, სტრესი, თამბაქოს მოხმარება, ჭრილობის არეში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტი... აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, მიმართეთ თქვენს ქირურგს.
კითხვა: უხერხულად გადახრისას კუჭის გასწვრივ მიმაგრდება კუნთი და მაქვს ტკივილი, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდება და შემდეგ თვითონ გადის. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: გაესინჯეთ ქირურგს, მიზეზი შესაძლოა, თეთრი ხაზის თიაქარია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან