მედიცინა

ექიმის რჩევები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.12

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, დეგსალგინ საშეტის მიღებამ აპენდიქსის მწვავე ანთება გამოიწვიოს?

პასუხი: აპენდიციტის მსგავსი ტკივილი ახასიათებს კრონის დაავადებას, არასპეციფიურ წყლულოვან კოლიტს, გასტროენტერიტს... ამ დაავადებების პროვოცირება კი შეუძლია დექსალგინს და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

კითხვა: ტელეფონისა და კომპიუტერის გამოსხივებისგან დასაცავი სათვალე, ეგრეთ წოდებული, „ბლუ კონტროლი’’ უნდა იყოს თუ „ანტირეფლექსი’’?

პასუხი: დამცავი სათვალის ლინზების ზედაპირს ანტირეფლექსური ზედაპირი უნდა ჰქონდეს, ასეთი სათვალე ამშვიდებს თვალს და ლურჯი სხივებისგანაც იცავს.

კითხვა: დაახლოებით 3 წელია, მსხვილ ნაწლავზე მაქვს დივერტიკული. თუ არის შესაძლებელი ამ ნაწლავის ამოჭრა?

პასუხი: გაურთულებელი დივერტიკულოზი, როდესაც სახეზე არ გვაქვს ანთება, ინფექცია ან გართულება, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. თუ სისხლდენაა, უმეტესად, მკურნალობის გარეშე ჩერდება. მაგრამ თუ სისხლდენა არ შეჩერდა, მაშინ, სისხლის დენის შესაჩერებლად, ექიმი ატარებს კოლონოსკოპიას (კოაგულაცია), რომლის დროსაც შეჰყავს წამალი სისხლმდენ ადგილას. თუ სისხლდენა ხშირად მეორდება ან სისხლდენის წყარო ვერ დგინდება, შესაძლოა, საჭირო გახდეს მსხვილი ნაწლავის უმეტესი ნაწილის ამოკვეთა, მაგრამ ასეთი ქირურგიული ჩარევა ხშირად არ კეთდება.

კითხვა: ჩემს შვილს შევამჩნიე, რომ ძილის დროს ენა აქვს ზემოთ აწეული (ზედა კბილებს მიდებული). მაინტერესებს ეს რამე პათოლოგიაა?

პასუხი: შეიძლება, თანკბილვაა დარღვეული. აჩვენეთ ბავშვი სტომატოლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა