მედიცინა

ექიმის რჩევები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.12

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ციკლის დასრულებიდან მერამდენე დღეს არის რეკომენდებული გინეკოლოგთან ვიზიტი?

პასუხი: ტკივილის ან სისხლდენის დროს ექიმთან ვიზიტის გადადება არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს მენსტრუაციის დასრულების შემდეგ.

კითხვა: მარკვენა მხარეს ენა სულ მიღიზიანდება და მეწვის. პროტეზს არ ვხმარობ და არც შემწვარ-მოხრაკულს ვჭამ. სტომატიტია?

პასუხი: პათოლოგია გავრცელების მიხედვით შეიძლება, იყოს კეროვანი ან გენერალიზებული.

კითხვა: 1 წელია, ვამჩნევ, რომ მარჯვენა თვალი უფრო დიდი მაქვს, ვიდრე მარცხენა, ვის უნდა მივმართო? და თუა შესაძლებელი, ზომის ცვლილება მოგვარდეს?

პასუხი: შესაძლოა, ქუთუთოს პტოზი (დაწევა) გაქვთ, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. პირველადი შეფასებისთვის მიმართეთ თვალის ექიმს.

კითხვა: წლების წინ დამიდგინდა შაკიკი აურით. შეტევის დროს მეწყება თვალებში ციმციმი, ზიგზაგისებრი ხაზები, ამ დროს მიჭირს საუბარი. დაახლოებით, 1 საათში ეს სიმპტომები ისე გადის, რომ თავის ტკივილში არასდროს არ გადაიზრდება. ექიმმა მითხრა, სიმპტომების დაწყებისას 50 მილიგრამიანი იმიგრანი დალიეო.

პასუხი: აღწერილი სიმპტომები გვაფიქრებინებს შაკიკის ოფთალმოლოგიურ ფორმაზე, მაგრამ გირჩევთ, რომ დიფერენცირებისთვის ოფთალმოლოგს მიმართოთ. თუ საბოლოოდ დადასტურდა შაკიკის ოფთალმოლოგიური ფორმა, ასეთ შემთხვევაში იმიგრანი არ ინიშნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა