მედიცინა

ექიმის რჩევები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.11

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 44 წლის ქალი. მაქვს ლატენტური რკინადეფიციტური ანემია. ჰემოგლობინი – 72, ფერიტინი კი – 3. დამეწყო ექსტრასისტოლები. დამინიშნეს სორბიფერ დურულესი 6 თვით. 4 თვეა, ვიღებ. ანალიზი ჯერ არ გამიკეთებია. მაინტერესებს, 6 თვის განმავლობაში, დღეში 2 აბი რამე სერიოზულ უკუჩვენებას ხომ არ გამოიწვევს? ან ჰემოგლობინი რომ ნორმა მქონდა, ძალიან ხომ არ აიწევს?

პასუხი: სორბიფერ დურულესი, ჩვენებიდან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს 3-6 თვე (ორგანიზმში რკინის დეპოს შევსებამდე/შრატში რკინისა და ფერიტის მაჩვენებლების აღდგენამდე).

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში, როცა ექოზე საშვილოსნო თავისუფალია და ორსულობა არ ფიქსირდება, ტესტი მაინც დადებითს აჩვენებდეს?

პასუხი: აბორტის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში (დაახლოებით 3-4 კვირა) ტესტი დადებითი რჩება, თუმცა საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება საჭიროა.

კითხვა: ჩემს 3 წლის გოგონას ცხვირიდან უსიამოვნო სუნი აქვს (მგონი, ჩირქის). რისი ბრალი შეიძლება იყოს? არანაირი ჩივილი არ აქვს.

პასუხი: ზოგადად, ცხვირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება, იყოს ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესი: ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ჩირქოვანი ანთება, რინო-სინუსიტი, ცხვირ-ხახის ადენოიდების ინფექცია... კონკრეტული მიზეზის დასადგენად ცხვირის ღრუ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა დაათვალიეროს. არ გადადოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ვიზიტი.

კითხვა: 3 თვეა, ვიღებ ესრამს დღეში 1 აბს. მაინტერესებს, შემიძლია თუ არა 1 ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ.

პასუხი: ესრამის (და ზოგადად ანტიდეპრესანტების) ალკოჰოლთან კომბინაცია სასურველი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა