მედიცინა

ექიმის რჩევები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.11

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს ჯესის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია თუ არა გამონაყარი სახეზე ბეჭებსა და გულმკერდზე?

პასუხი: ჯესის შეწყვეტის შემდეგ გამონაყარი შესაძლებელია. მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული პრეპარატთან.

კითხვა: ორსულობის გამო საშოში გამიჩნდა წყლული. მაინტერესებს, მედიკამენტური აბორტის შემდეგ წყლულიც ქრება თუ ცალკე სჭირდება მკურნალობა?

პასუხი: ეროზია (წყლული) არის საშოს ლორწოვანი გარსის დეფექტი, მიზეზი არის მექანიკური გაღიზიანება/ტრავმირება, ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. საჭიროა, დროულად დადგინდეს მიზეზი და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

კითხვა: ძალიან მაწუხებს მხარის ტკივილი, გადავიღე რენტგენი და აღმომაჩნდა ძვლოვანი წანაზარდი, ოსტეოფიტი. რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ, ან მკურნალობის რა ფორმაა საჭირო?

პასუხი: ოსტეოფიტების მკურნალობის ორი გზაა: კონსერვატიული (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, ფიზიოთერაპია და ასე შემდეგ) და ქირურგიული – როცა ტკივილის მართვა მედიკამენტებით არ ხერხდება და მოძრაობა იზღუდება. მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის მიმართეთ ორთოპედ-ტრავმატოლოგს.

კითხვა: 2 კვირის წინ თვალში ჩოგბურთის ბურთი მომხვდა. დავიდე ცივი, არ დასივდა და ტკივილმა და სიწითლემაც მალევე გამიარა. გავიდა 2 კვირა და ვამჩნევ, რომ მომენტებში ამ თვალში ვხედავ სინათლეს, რომელიც უცებ ჩნდება და იმ წამსვე ქრება. რამდენჯერმე იყო ასეთი მომენტი. რა შეიძლება, იყოს და გაივლის თუ არა თავისით?

პასუხი: აუცილებლად უნდა ეჩვენოთ ოფთალმოლოგს, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. შეიძლება ბადურა იყოს დაზიანებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა