მედიცინა

ექიმის რჩევები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ვენების პრობლემების გამო ექიმმა დეტრალექსი დამინიშნა. მიღებიდან ერთ თვეში დამეწყო წნევის მკვეთრი მომატება, ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, შეხურება-შეციება. გადავიღე კარდიოგრამა, ყველაფერი წესრიგში მაქვს. შეიძლება, ეს ამ წამლის გვერდითი ეფექტი იყოს? როგორ მოვიქცე?

პასუხი: ეს ჩივილი დერტრალექსის მიღებას არ უნდა უკავშირდებოდეს, მიზეზის დასადგენად კარდიოგრამა არ არის საკმარისი, თანმიმდევრული კვლევებისა და კონსულტაციების დასაგეგმად აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს.

კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ – ტროქსევაზინი და ლიოტონი რამდენად არის ერთი და იგივე მოქმედების? შემიძლია, ტროქსევაზინის მალამო ფეხზე, ვარიკოზულ ვენებზე წავისვა?

პასუხი: ტროქსევაზინისა და ლიოტონის მოქმედი ნივთიერება სხვადასხვაა, თუმცა ორივე პრეპარატი ამცირებს შეშუპებას, ამაგრებს სისხლძარღვების კედელს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ხელს უწყობს ინფილტრატების გაწოვას. ამის გამო როგორც „ლიოტონი 1 000“ გელი, ისე ტროქსევაზინის 2%-იანი გელი გამოიყენება ვარიკოზური დაავადებების სამკურნალოდ.

კითხვა: ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ თითქმის ყველა მისი საქციელი მაღიზიანებს. 3 წლის ხდება. ჭირვეული, ჯიუტი და გაუგონარია. ნორმალურია, მისადმი ასე რომ ვარ განწყობილი? მე მჭირდება დახმარება თუ მას. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე.

პასუხი: რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა არ არის ნორმალური, დახმარება, პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ. ნუ გადადებთ გამოცდილ ფსიქოლოგთან ვიზიტს. დროის გაყვანა და დალოდება იმ იმედით, რომ თქვენს ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილება თავისთავად მოხდება, დაუშვებელია. სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს სპეციალისტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა