მედიცინა

ექიმის რჩევები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.10

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მეორე თვეა, ციკლი გადამიცდა, თუმცა ორსულად არ ვარ. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და რა კვლევაზე უნდა ჩავეწერო?

პასუხი: ორსულობის გარდა ციკლის შეწყვეტის/შეჩერების შესაძლო მიზეზებია ჰორმონული დისბალანსი/ენდოკრინული, გინეკოლოგიური პათოლოგიები, ასევე, ემოციური ან ფიზიკური სტრესი... რაც შეეხება კვლევებს, პირველ რიგში, უმჯობესია გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, რომელიც თანმიმდევრულ კვლევებს დაგიგეგმავთ.

კითხვა: წლების წინ მოულოდნელად ხალმა ზომაში გაზრდა დაიწყო და საბოლოოდ მომძვრა. ამ ადგილას გამიჩნდა წყლული, რომელიც თავისით დაცხრა, შემდეგ იმ ადგილას ამძვრა კანი, მქონდა წვისა და ტკივილის შეგრძნება. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს მელანომაა?

პასუხი: ზუსტი დიაგნოსტიკისთვის, ეჭვი რომ არ დარჩეს, ონკოდერმატოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: დამემართა ბელის დამბლა. ვარ 60 კილო. ექიმმა დამინიშნა 8-დღიანი მკურნალობა მედროლით კლებადი დოზირებით. რამდენად ეფექტურია ასეთი მკურნალოაბა? იქნებ მეტი დოზა მჭირდება? მეშინია სახე ასე არ დამრჩეს. დღეს მეხუთე დღეა, როდიდან შეიძლება, ვიგრძნო პროგრესი? და მხოლოდ წამალი უშველის თუ მასაჟებიც საჭიროა?

პასუხი: ბელის დამბლა ემორჩილება მკურნალობას სწორი დანიშნულების შემთხვევაში. პირველ რიგში აუცილებელია იმის ცოდნა, რამ გამოიწვია მისი განვითარება. ზოგადად, კი მკურნალობა მოიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდებს (რაც თქვენ დანიშნული გაქვთ), ასევე, ტკივილგამაყუჩებელს, შარდმდენს, ანტივირუსულ ან ანტიბაქტრეიულ პრეპარატებს, ვიტამინოთერაპიას, ანტიაგრეგანტებს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.... ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ზოგადად, გაურთულებელ შემთხვევაში გაუმჯობესება რამდენიმე კვირაში შეინიშნება (3 კვირამდე პერიოდი), სრული აღდგენა კი რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს (3-6 თვე).

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა