მედიცინა

ექიმის რჩევები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.10

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: 16 წლის ბიჭს თავის სკალპზე, წინა მხარეს კანი ალაგ-ალაგ გაუწითლდა და აქვს ბევრი ქერტლი, თან, მალე უცხიმიანდება. ქერტლი დაეწყო ერთი წლის წინ და თანდათან უფრო გაუღიზიანდა. ბეპანტეტენი წავუსვი და აეწვა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: არ გადადოთ დერმატოლოგთან ვიზიტი, შესაძლოა, მიზეზი ფსორიაზი და/ან სებორეაა.

კითხვა: ეს დღეებია, ჩემს ძმას მარცხენა გვერდი სტკივა. პარალელურად, აქვს მუქი შარდი და თირკმელების არეებში ტკივილიც. რა უნდა იყოს?

პასუხი: რადგან შარდის ფერი შეცვლილია და დისკომფორტიც თირკმელების მიდამოში აქვს, პაცინეტმა უნდა მიმართოს ნეფროლოგს ან უროლოგს. შესაძლოა მიზეზი საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადებაა.

კითხვა: გთხოვთ, გამარკვიოთ, რა სხვაობაა სიმპტომებში ლარინგომალაციასა და სტრიდორს შორის? არცერთი ექიმი არ უკეთებს ლარინგოსკოპიას, პატარააო. ბავშვი 2 თვისაა.

პასუხი: ლარინგომალაცია არის ხორხის თანდაყოლილი დეფექტი/განვითარების მანკი და ძირითადი მიზეზი ახალშობილებში ხმაურიანი სუნთქვის – სტრიდორის. ხმაურიანი ჩასუნთქვა ასაკის მატებასთან ერთად თანდათან იშვიათდება და 2-3 წლისთვის ქრება. ბავშვი უნდა იმყოფებოდეს პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და პერიოდულად შეამოწმოს ხომ არ რთულდება მდგომარეობა.

კითხვა: ერთი კვირაა, ცხვირიდან ძალიან ხშირად მომდის სისხლი. ბავშვობაშიც მქონდა ხოლმე სისხლდენა. ახლა 21 წლის ვარ და ისევ დამეწყო. ცხვირს ოდნავადაც ვერ ვკიდებ ხელს, დაცემინებისასაც სისხლდენა მეწყება. როგორც ადრე მითხრეს, სუსტი კაპილარები მაქვს, იქნებ მირჩიოთ, რით შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას?

პასუხი: თუ ცხვირიდან სისხლდენა ერთი კვირა გიგრძელდებათ, თვითმკურნალობა დაუშვებელია. მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად. აუცილებლად მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რათა დადგინდეს გახანგრძლივებული სისხლდენის რეალური მიზეზი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა