მედიცინა

ექიმის რჩევები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.09

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 27 წლის გოგო. გუშინ მოულოდნელად დამეწყო მარცხენა სახის ნაწილის პარალიზება. ჯერ ტუჩიდან, ღიმილის დროს მარჯვნივ მიდიოდა და ავიდა თვალამდე. ვერ ვახამხამებ ბოლომდე. ვიყავი ორ ნევროლოგთან, ბელის დამბლააო. დამინიშნეს მედროლი. რვადღიანი მკურნალობა. არავის უთქვამს რამე გამოკვლევა. მხოლოდ თავზე გადაიღეო, თუმცა,არ გვგონია თავიდან იყოს რამეო. არც სამწვერა ნერვის ანთება უხსენებია ვინმეს.

პასუხი: ბელის დამბლის დიაგნოზის დასასმელად სპეციფიკური კვლევა არ არსებობს, დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება.

კითხვა: მაინტერესებს, კალიუმის დეფიციტმაც თუ იცის წყალზე მოთხოვნილება?

პასუხი: კალიუმის დეფიციტი არის წყურვილის გაძლიერების ერთ-ერთი მიზეზი.

კითხვა: ყურის ბიბოლოზე, შიგნით მაქვს სიმაგრე ბურთივით ოდნავ წინა მხრიდან თავი აქვს გაკეთებული, მაქვს ცოტა სიწითლე და შეშუპება. რა შეიძლება, იყოს?

პასუხი: მიზეზი შეიძლება, იყოს ათერომა, ალერგია სამკაულზე, პირსინგით ან სხვა მიზეზით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი პროცესი... უნდა ეჩვენოთ ქირურგს.

კითხვა: მინდა ასაკიანი მშობლის მდგომარეობის შემოწმება. კონკრეტულად მაინტერესებს: შესაძლებელია თუ არა, შეფასდეს ძვლების მდგომარეობა, არის თუ არა გამოფიტული ძვლები, მიღებული საკვებიდან ან წამლებიდან იღებს თუ არა ძვლები საკმარის მინერალებს, რამდენად არის საჭირო დამატებითი მინერალების მიღება... ამის ტესტი ან კვლევა თუა შესაძლებელი?

პასუხი: გირჩევთ მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად და თანმიმდევრული კვლევების დასაგეგმად მშობელი რევმატოლოგთან მიიყვანოთ. რევმატოლოგი ახდენს როგორც სახსრების (ანთებითი), შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებების, ისე ძვლების სიმკვრივის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა