მედიცინა

ექიმის რჩევები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.09

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: თავზე მაქვს კომბინირებული სებორეა. ვატყობ, რომ თმებიც შემითხელდა ბოლო პერიოდში. ანალიზები წესრიგში მაქვს, მაინტერესებს სებორეის მკურნალობით თუა შესაძლებელი თმის ცვენის შეჩერება და დაკარგული თმის აღდგენა?

პასუხი: თმოვანი საფარველის მდგომარეობის შესაფასებლად და რჩევების მისაღებად მიმართეთ ტრიქოლოგს. სებორეულ ალოპეციას ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის მიერ გამოყოფილი ცხიმის ხარისხის შეცვლა. ამ დროს აუცილებელია სებორეის მკურნალობა, რის შემდეგაც თმის ცვენის პრობლემა თავისთავად მოგვარდება.

კითხვა: ყურის ქავილი ორივე მხარეს შესაძლებელია, რომ მზის ალერგიაც იყოს?

პასუხი: მზის ალერგია არ არის ყურების ქავილის მიზეზი, ყურის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: სასმენ მილში გოგირდის დაგროვება (გოგირდის საცობი), გარეთა სასმენი მილის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია), გარეთა ყურის ქრონიკული ანთება, გარეთა სასმენი მილის ეგზემა, ფსორიაზი და ზოგიერთი ფორმის კონტაქტური დერმატიტი, ალერგია, შაქრიანი დიაბეტი... ქავილის შესამსუბუქებლად ჩაიწვეთეთ ორივე ყურში 2-2 წვეთი ნუშის, ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი. ეს ქავილს მომენტალურად გააქრობს. მაგრამ ქავილის რეალური მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ ექიმს.

კითხვა: ჩემი შვილი 12 წლისაა. დაახლოებით, 2 წელი იქნება, საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია. პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები. ამ ბოლო დროს კი ვირუსის დროს ახველებს, თავი სტკივა, სისველე აქვს, მოთენთილია, მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. ეს ნიშნავს, რომ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული? საყურადღებოა?

პასუხი: ზოგადად, არსებობს ისეთი რესპირატორული ვირუსული ინფექციები, რომელსაც ახასიათებს ხველება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, მაგრამ არ ახასიათებს ტემპერატურის მომატება ან ტემპერატურა იმატებს მცირედ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა