მედიცინა

ექიმის რჩევები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.09

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: კრონის დაავადების დროს ჰალვა ან ულაქტოზო შოკოლადის მიღება თუ შეიძლება, ან კაკაო რძის გარეშე?

პასუხი: ჰალვა, კაკაო, შოკოლადი კრონის დაავადების დროს არ არის რეკომენდებული. დიეტოთერპია ზუსტად უნდა გაიწეროს მკურნალი ექიმის მიერ, რადგან სამკურნალო კვების ხასიათი დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე, აგრეთვე, ავადმყოფის მიერ ზოგიერთი საკვების ატანაზე. საჭიროა ინდივიდუალური კვების სპეციალური კონცეფცია.

კითხვა: ენტერობიოზი წვრილ ნაწლავშიც არსებობს?

პასუხი: ენტერობიოზი გამოწვეულია ნაწლავის მრგვალი ჭიით –Enterobius vermicularis-ით და ის ჩვეულებრივ ხშირია ბავშვებში. ინფექცია ჩნდება, როდესაც იყლაპება ნაწლავის ჭიის კვერცხები. წვრილ ნაწლავში კვერცხები გადაიქცევიან ლარვებად და შემდეგ გადაადგილდებიან მსხვილი ნაწლავისკენ.

კითხვა: ძარღვის ტკივილი რისი ნიშანი უნდა იყოს? ხან ფეხზე ამტკივდება, ხან ხელზე, ხან ტერფზე. ვის უნდა მიმართო ამ დროს?

პასუხი: თუ სისხლძარღვების გასწვრივ ტკივილს გულისხმობთ, მაშინ დიაგნოსტიკისთვის სისხლძარღვების სპეციალისტს - ანგიოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ძალიან იშვიათად ვსვამ ალკოჰოლს. შემჩნეული მაქვს, რომ როდესაც დავლევ ღვინოს და ღამე დავიძინებ, მეღვიძება ასე ექვს საათში და მტკივა ფეხები, მუხლები და ზოგადად კიდურები. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ვარ 33 წლის მამაკაცი. სრულიად ჯანმრთელი.

პასუხი: ასეთი ჩივილის შემთხვევაში საჭიროა სახსრების გამოკვლევა, შარდმჟავას კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლსა და შარდში, ელექტოლიტების ანალიზი, მიოგლობის განსაზღვრა და სხვა (კვლევები დაიგეგმება ექიმის მიერ მდგომარეობის ობიექტურად შეფასებისა და პირველადი გამოკვლევების შედეგების საფუძველზე).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა