მედიცინა

ექიმის რჩევები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.08

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ძალიან ხშირად მეკვანძება კუნთი, უფრო – ღამე, ზოგჯერ – დილითაც. დაჭიმულია და საშინელი ტკივილი მაქვს. რისი გაკეთება შემიძლია, სანამ გამოკვლევებზე მივალ?

პასუხი: ეს არის კუნთების სპაზმი-კრამპი. მისი გამომწვევი და მაპროვოცირებელი საკმაოდ მრავალი მდგომარეობაა: წყალმარილოვანი ცვლისა (კალციუმის, მაგნიუმისა და სხვა მინერალების დეფიციტი) და სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სისხლის თვისებების ცვლილება (მისი სიბლანტის მომატება), მიზეზი შეიძლება იყოს გადაჭარბებული (ან ზომიერიც) კუნთოვანი გადაღლა, ვარიკოზული დაავადება, ხერხემლის პათოლოგიები, ხანგრძლივად უმოძრაოდ დგომა, ჯდომა, კიდურების უხერხული მდებარეობა ძილის დროს; ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაა, ზოგიერთი ნივთიერების (ნიკოტინის, კოფეინის) ჭარბი გამოყენება... კრუნჩხვის პროვოცირება შესაძლოა, ბრტყელტერფიანობამაც გამოიწვიოს. მიზეზის დასადგენად აუცილებელია ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარება. ყურადღება მიაქციეთ, რომ დღის განმავლობაში სითხეს, წყალს საკმარისი რაოდენობით იღებდეთ.

კითხვა: პირიდან სუნი შეიძლება, შარდის ბუშტის ანთებამაც გამოიწვიოს?

პასუხი: ცისტიტი არ არის პირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი.

კითხვა: მეუღლეს ფეხის ცერა თითი აქვს დაწითლებული, დაჩირქებული და სტკივა, ისე, რომ სიარულში უშლის. სამსახურში ბევრი სიარული უწევს. შეიძლება, ეს ფეხსაცმლისგან იყოს გამოწვეული? როგორ მოიქცეს, ვის მიმართოს?

პასუხი: თუ ფეხის ცერა თითის სახსრის მიდამოშია სიწითლე, შეშუპება, სიმხურვალე, მტკივნეულობა სავარაუდოა, პოდაგრული ართრიტი და ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად რევმატოლოგს უნდა მიმართოთ. ხოლო თუ ფრჩხილბუდის ირგვლივ არის სიწითლე და ტკივილი, მაშინ ქირურგთან ვიზიტია საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა