მედიცინა

ექიმის რჩევები

№30

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.08, 2024 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მშობიარობიდან გასულია ერთი თვე. ცოტა გამონადენი ისევ მაქვს. ეს ნორმალურია?

პასუხი: მშობიარობის შემდგომი გამონადენის გამოყოფა შესაძლოა 4-8 კვირამდე გაგრძელდეს. და თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ისევ გექნათ გამონადენი ან დისკომფორტი, მაშინ მიზეზის დასადგენად გინეკოლოგთან ვიზიტი იქნება საჭირო.

კითხვა: როცა ზურგზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვწვები თავბრუს შეგრძნება მაქვს და თითქოს თვალებში წნევა მიწევს. როცა თავის ქვეშ ბალიშს ვიდებ ან თავს წამოვწევ, მაშინ მივლის. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი უნდა იყოს?

პასუხი: შესაძლოა, მიზეზი ხერხემლის კისრის ნაწილის სტრუქტურული ცვლილება იყოს, დაგეგმეთ ნევროლოგთან ვიზიტი.

კითხვა: ამ ბოლო დროს ჩემი სპერმა მომწვანო ფერისაა. რამე სერიოზული ხომ არ იქნება? სახლში ვერ მოვაგვარებ ამ პრობლემას?

პასუხი: მომწვანო სპერმა ინფექციური პროცესის მანიშნებელია. აუცილებლად და დროულად უნდა მოხდეს სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. მკურნალობა გამოკვლევის შედეგზეა დამოკიდებული. ასე რომ, ნუ გადადებთ უროლოგთან ან ვენეროლოგთან ვიზიტს.

კითხვა: ვარ 17 წლის ბიჭი, მეზოთერაპიის 5 პროცედურა ჩავიტარე, მაგრამ ცხიმიან თმაზე საერთოდ არანაირი გავლენა არ იქონია. ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილ შამპუნსაც ვხმარობ, თითქმის ყოველდღე ვიბან. იქნებ მითხრათ, რა ვქნა ან რით ვუშველო?

პასუხი: სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა, რის შედეგადაც ცხიმის გამომუშავება ძლიერდება. ამ მოვლენას ფიზიოლოგიური სებორეა ეწოდება. სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა ნორმას უბრუნდება. ცხიმიანობა, ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, თმის არასწორმა მოვლამ... უნდა მიმართოთ დერმატოლოგ-ტრიქოლოგს, გაირკვეს პრობლემის რეალური მიზეზი და მკურნალობა ჩატარდეს ინდივიდუალური მიდგომით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა