მედიცინა

ექიმის რჩევები

№28

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.07

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ერთი კვირაა, ჩემი ძმა შეწუხებულია, ამბობს ფეხებში ძალა არ მაქვს, თითქოს მეკეცებაო. ფარისებრი წესრიგშია და ჰემოგლობინიც ნორმაშია.

პასუხი: ფეხებში სისუსტე საკმაოდ ბევრი პათოლოგიის თანმხლები ჩივილია. მდგომარეობაში გასარკვევად თქვენმა ძმამ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს უნდა მიმართოს.

კითხვა: 1,5 თვის წინ გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის სრული ამოკვეთა – დიაგნოზით პაპილარული მიკროკარცინომა, იოდი არ დამჭირდა. ხმა ოპერაციის მერე სამი კვირის განმავლობაში მქონდა შესანიშნავად. ბოლო ორი კვირაა, ხმის დადაბლება დამეწყო. ჩახლეჩილი ხმა მაქვს და თუ ემოციური ვარ საუბრის დროს უფრო ვერ წარმოვთქვამ ბგერებს. საერთოდ ხშირად მაწუხებს ყელის ტკივილი. გარდა ამისა ხშირად ვგრძნობ ყელის წვას. იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ რეკომენდაცია როგორ მოვიქცე?

პასუხი: ლარინგოლოგს უნდა გაესინჯოთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

კითხვა: როცა ზურგზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვწვები, თავბრუს შეგრძნება მაქვს და თითქოს თვალებში წნევა მიწევს. თავს ქვეშ ბალიშს რომ დავიდებ ან თავს წამოვწევ, ეს შეგრძნება მეხსნება. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: შესაძლოა მიზეზი ხერხემლის კისრის ნაწილის სტრუქტურული ცვლილება იყოს. დაგეგმეთ ნევროლოგთან ვიზიტი.

კითხვა: ამ ბოლო დროს ხშირად მიგუბდება ყურები. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ დაახლოებით, ერთი თვის წინ ვირუსი გადავიტანე თუ იმის, რომ სამსახურში 2-3 საათი ყოველდღიურად მიწევს ყურსასმენების გამოყენება? და კიდევ, ეს ხომ არ გამოიწვევს სმენის დაქვეითებას? გავესინჯო ექიმს?

პასუხი: ყურების დაგუბება შეიძლება, არტერიული წნევის ცვლილებას უკავშირდებოდეს, ყურში გოგირდოვანი საცობის წარმოქმნას ან შუა ყურის ანთებით დაზიანებას, ასევე ცხვირის პათოლოგიებს. კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა