მედიცინა

ექიმის რჩევები

№25

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.06

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მან, ვისაც D ვიტამინის ნაკლებობა აქვს, მაგრამ არ შეუძლია გარეთ გასვლა, არც ისეთი საკვების ჭამა, როგორიცაა თევზი, ხორცი, რძის ნაწარმი, კაკალი და ასე შემდეგ ან D ვიტამინის მედიკამენტით შესავსებად ალერგია აქვს და ორგანიზმი ვერ იღებს, რით უნდა შეივსოს D ვიტამინის დეფიციტი?

პასუხი: ასეთი პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს, ექიმი ეცდება, დაადგინოს D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდის მიზეზი. მიზეზის გამოვლენის შემდეგ ხდება მისი აღმოფხვრა. D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობა იზრდება: სამშობიარო ტრავმის, ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შედეგად; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის, მძიმე დისტროფიის დროს; სრულფასოვანი ცილის, A, C, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის; დაუბალანსებელი რაციონის დროს…

კითხვა: როგორ ხდება, რომ წყურვილს მიკლავს უბრალოდ, უმარილოდ, უცხიმოდ მოხარშული კარტოფილი, ასევე, ბანანი?

პასუხი: ხომ არ გაქვთ კალიუმის დეფიციტი? გაიკეთეთ ანალიზი.

კითხვა: მაინტერესებს მოქმედებს თუ არა წნევასა და გულისცემაზე ყვითელი ყვავილი?

პასუხი: სანელებლად გამოყენებული ყვითელი ყვავილი არც არტერიული წნევის ცვლილებას და არც არითმიის პროვოცირებას არ იწვევს.

კითხვა: ვარ 23 წლის, საშარდე სისტემის ექოსკოპიაზე ასეთი რამ დამიწერეს: დუგლასის ფოსოში ისახება მცირე ოდენობით თავისუფალი სითხე. მარცხენა საკვერცხეში ისახება სოლიდური კომპონენტების შემცველი ცისტა ზომით 35X29 მილიმეტრი. აუცილებელია თუ არა სპეციალისტებთან ვიზიტი?

პასუხი: საკვერცხის კისტის გამო უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.

კითხვა: პროფილაქტიკისთვის ბავშვს მინდა, მივცე ომეგა 3, რადგან თევზეულს საერთოდ არ ჭამს. რა უნდა გავითვალისწინო?

პასუხი: არის ომეგა 3-ის საბავშვო ფორმულა, რომლის მიცემა დასაშვებია 2 წლის ასაკიდან. უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. ფენილკეტონურია, რიგი ქრონიკული პათოლოგიები. ასე რომ, თუ არის შესაბამისი ჩვენება და ბავშვს პრეპარატის მიღების უკუჩვენება არ აღენიშნება, შეგიძლიათ, მისცეთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული