მედიცინა

ექიმის რჩევები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.06

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ორი დღის წინ შემთხვევით ლოგინიდან გადმოვვარდი. დაცემის მომენტში ზურგი ძალიან მეტკინა. ხელის შეხებით ახლაც საკმაოდ მტკივა. ოდნავ შეშუპებასაც ვგრძნობ. ღრმად სუნთქვის დროს არ მტკივა, არც სიარულის დროს არც წოლისას. ნეკნი რომ გამებზარა ან გამეტეხა, ან ამ დაზიანებულ ნეკნს რომ რამე ორგანო დაეზიანებინა, მაგალითად, თირკმელი, მექნებოდა თუ არა რამე სიმპტომი?

პასუხი: ნეკნების მოტეხილობა ძლიერ ტკივილს იწვევს, განსაკუთრებით ღრმა სუნთქვისას, რადგან სუნთქვისა და მოძრაობის დროს ტკივილი არ გაქვთ, დიდი ალბათობით, დაჟეჟილობაა, მაგრამ თუ შესივება საკმაოდ შესამჩნევია და ტკივილი შემაწუხებელი, მაშინ ტრავმის ხარისხის შესაფასებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

კითხვა: ერთი კვირაა, ხელის მტევნებზე წითელი გამონაყარი გამიჩნდა. უცხოეთში ვარ და ექიმთან ვერ მივდივარ. რა შეიძლება იყოს და საშიშია თუ არა? მირჩიეთ, რა გამოვიყენო?

პასუხი: შესაძლოა, კონტაქტური დერმატიტია – რაიმე ნივთიერების ზემოქმედებით ალერგიული რეაქცია. სცადეთ და თხელ ფენად წაისვით გიოქსიზონის ან ცელესტოდერმის მალამო დღეში 2-ჯერ 1 კვირის განმავლობაში, თუ შედეგს ვერ მიიღებთ ან გამონაყარი გამრავლდება, მაშინ დერმატოლოგს უნდა ეჩვენოთ.

კითხვა: მაქვს თავბრუ, წონასწორობის დარღვევა, ნევროლოგმა არტიგო დამინიშნა. სამი დღეა, ვსვამ და ჯერ შედეგი არ მაქვს. რამდენი ხნის შემდეგ ვიგრძნობ შედეგს?

პასუხი: თუ 7-10 დღის მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ შემცირდება ან რაიმე გვერდით მოვლინას იგრძნობთ, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

კითხვა: ცოტა ხნის წინ მარცხენა ყურის წინ შევნიშნე სიმაგრე. არ მოძრაობს და ხელს რომ ვადებ, მტკივა. რა შეიძლება, რომ იყოს?

პასუხი: ალბათ, ლიმფური ჯირკვალია გადიდებული. მიზეზი შეიძლება, იყოს: ოტიტი, ყელისა და პირის ღრუს დაავადებები (ფარინგიტი, ტონზილიტი, კარიესი და სხვა), ზედა ყბაზე სიბრძნის კბილთან დაკავშირებული პრობლემები... არ აწვალოთ ხელით და პირველ რიგში, მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც გაგსინჯავთ და საჭიროების შემთხვევაში, შეგირჩევთ კონკრეტულ სპეციალისტს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული