მედიცინა

ექიმის რჩევები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.06

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ძალიან მიშრება ხელები. თითქმის ყველანაირი ხელის კრემი ვცადე, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მიშრება, მიუხეშდება, მექერცლება, განსაკუთრებით ზამთარში. ხომ არაფერს მირჩევთ?

პასუხი: კანის სიმშრალის მთავარი მიზეზი ორგანიზმში წყლის ბალანსის დარღვევაა. ჩვენ იშვიათად ვიღებთ სითხის სადღეღამისო ნორმას – 30 მილილიტრს წონის ყოველ კილოგრამზე. ამის გამო უჯრედები შიგნიდან ვეღარ ნოტივდება, შედეგად კი ვიღებთ აქერცლილ კანს, დაჭიმულობის შეგრძნებას და მიმიკურ ნაოჭებს. ასევე, გავრცელებული მიზეზია ავიტამინოზი. გარდა ამისა, კანის სიმშრალე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის – ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ნიშანია.

კითხვა: დასვენების დღეებში 12-13 საათი მძინავს და დილით ძალიან ბედნიერი ვიღვიძებ (თავის ტკივილებიც აღარ მაქვს). თუმცა, სამსახურიდან გამომდინარე, ამას ხშირად ვერ ვახერხებ, 6-7 საათი მძინავს, მერე მთელი დღე ვამთქნარებ. აშკარად ძილი არ მყოფნის, თუმცა ენერგიაზე სულ ვარ. რაზე აისახება ეს?

პასუხი: ზოგადად, ზრდასრული ადამიანისთვის ღამის 7-8-საათიანი ძილი საკმარისია. დასვენების დღეებში ძილის გახანგრძლივება კი შეიძლება, გადაღლილობას, სტრესს უკავშირდებოდეს. თუმცა, კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გამოსაკვლევად ერთხელ მაინც მიმართავთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს.

კითხვა: შეიძლება, შაქრის მიღებამ ძილიაოიბა გამოიწვიოს?

პასუხი: როცა სისხლში შაქრის დონე ნორმას გადააჭარბებს, შეიძლება, აღინიშნოს დაღლილობა და ძილიანობა.

კითხვა: თვალი მქონდა ახვეული, მოვიხსენი. სარკეში რომ ჩავიხედე მარჯვენა თვალი მოდუნებული მქონდა – თითქმის 50%-ით დახუჭული და თავიც მტკიოდა, თვალების უკანა მხარეს. რატომ დამემართა ეს სასწაული მოულოდნელად და რა ვქნა ამ შემთხვევაში, ვარ 15 წლის. მაქვს მიოპია-დიპლოპია.

პასუხი: ამ დიაგნოზის შემთხვევაში ჩივილები შეიძლება, აღწერილი სახით გამოვლინდეს, თუმცა მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად უნდა ეჩვენოთ თქვენს თვალის ექიმს და რაც მთავარია, ექიმის რეკომენდაციები ზუსტად უნდა დაიცვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული