მედიცინა

ექიმის რჩევები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.05

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მაქვს თვალების წვა, ასევე ცრემლიანობა და ცოტაც სიწითლე. რა შეიძლება იყოს?

პასუხი: სავარაუდოდ, მიზეზი კონიუნქტივიტია – თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთება, გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული, მშრალი თვალის სინდრომი. თუმცა, საფიქრებელია წითელი თვალის სინდრომით მიმდინარე სხვა დაავადებებიც, როგორებიცაა, მაგალითად, რქოვანას ანთება – კერატიტი, სისხლძარღვოვანი გარსის ანთება – უვეიტი, გლაუკომის მწვავე შეტევა. ამიტომ, დიაგნოზის დაზუსტებისთვის ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია; ზოგიერთი პრობლემის დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა პროცესის გაქრონიკულებას ან არასასიამოვნო გართულებებს იწვევს.

კითხვა: ვარ 49 წლის მამაკაცი. მარცხენა ძუძუს თავის გარშემო ხელს რომ ვიდებ, მტკივა. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს კაცის შემთხვევაში?

პასუხი: დისტანციურად მდგომარეობა ვერ შეფასდება, დაგეგმეთ მამოლოგთან ვიზიტი. მამაკაცებში ძუძუს ტკივილის მიზეზი, სხვა პრობლემებთან ერთად, შეიძლება, გინეკომასტიის ბრალიც იყოს. ამ დროს ჯირკვალი დიდდება, დასაწყისში კი შეხების დროს ტკივილი იჩენს თავს. ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

კითხვა: სისხლში თირეოტროპული ჰორმონი 0.008-ია. შეგიძლიათ, მითხრათ რამე ამ ანალიზის პასუხით?

პასუხი: TSH მაჩვენებელი არის დაბალი, რაც ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მომატებულია – ჰიპერთირეოზია (თირეოტოქსიკოზი), არ გადადოთ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: მარცხენა მკლავი თითქოს დაბუჟებული მაქვს – ისეთი შეგრძნებაა, კბილის ამოღების დროს გამაყუჩებელს რომ გაგიკეთებენ და მერე ტუჩზე რომ იკბენ და თან გრძნობ, თან ვერა. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და მივაქციო თუ არა ყურადღება?

პასუხი: ხელის დაბუჟებას სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს: შეიძლება, უკავშირდებოდეს ხერხემლის კისრის ნაწილის სტრუქტურულ ცვლილებებს, კუნთების სპაზმს, ანგიოლოგიურ პათოლოგიას... პირველადი შეფასებისთვის ნევროლოგს უნდა მიმართოთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული