მედიცინა

ექიმის რჩევები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 31.03

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მალ-მალე მეშარდება და რა წამალი მივიღო?

პასუხი: ხშირი შარდვის მიზეზი შეიძლება იყოს არაპათოლოგიური, კერძოდ, დიდი რაოდენობით სითხის ან კოფეინის შემცველი სასმლის მიღება და პათოლოგიური - დიაბეტი, ჰიპერტენზია, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება და რიგი სხვა პათოლოგიები. მნიშვნელოვანია თქვენი ასაკიც, რადგან რიგი გინეკოლოგიური პათოლოგიებიც არის გახშირებული შარდვის მიზეზი. თუ ხშირ შარდვას ერთვის შარდვის დროს მტკივნეულობა, წვა, მაშინ საფიქრებელია შარდ-სასქესო გზების ანთებითი დაავადება. დიფერენცირებისთვის, პირველ რიგში, მიმართეთ ოჯახის ექიმს ან უროლოგს. მკურნალობა ინიშნება მიზეზიდან გამომდინარე.

კითხვა: ვარ 12 კვირის ორსული. კუჭის მოქმედებისას ან შემდგომ მაქვს სისხლიანი გამონადენი საშოდან. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

პასუხი: სისხლიანი გამონადენი ორსულობის დროს ძალიან საყურადღებოა, ამიტომ აუცილებელია ექოსკოპია და სათანადო მკურნალობის დანიშვნა.

კითხვა: კალცის ნაკლებობამ ან მეტობამ შეიძლება, თავის მოძრაობისას თავბრუდახვევა გამოიწვიოს? სხვა მიზეზებზე რომ არ ვისაუბროთ.

პასუხი: ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, თავბრუ შეიძლება იყოს გამოწვეული შიგნითა ყურში არსებულ ვესტიბულურ აპარატში კალციუმის კარბონატის მიკროკრისტალების წარმოქმნა.

კითხვა: თმის ტრანსპანტოლოგმა გადანერგვის შემდეგ მომცა რეკომენდაცია, მივიღო ბიოტინი (10 000-იანი) ყოველ ექვს თვეში ერთხელ რამდენიმე თვის განმავლობაში. მაინტერესებს, ასე ხანგრძლივად მიღებული ეს დოზა რამეს ხომ არ დამიზიანებს?

პასუხი: ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. თმის ცვენის დროს ეს ვიტამინი სასარგებლოა, დადებითად მოქმედებს თმის სიჯანსაღეზეც. მიიღეთ იმ რეჟიმით, როგორც ტრიქოლოგმა დაგინიშნათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული